კრავის თავი სახლის წინ დაუგდეს - როცა ფეხბურთში მაფიაა

AutoSharing Option
ფეხბურთი, როგორც პლანეტის ყველაზე მასშტაბური და პოპლუარული სპორტი ხშირად არა მხოლოდ უბრალო გულშემატკივრის, არამედ კრიმინალური დაჯგუფებების ყურადღებასაც იპყრობს ხოლმე. ძირითადად საფეხბურთო გუნდებს ფულის გათეთრების დანიშნულებას უძებნიან, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა კრიმინალებს უფრო დიდი ამბიციებიც ჰქონიათ.

პაბლო ესკობარს, მაგალითად, სურდა, რომ მის გუნდს "ატლეტიკო ნასიონალს" ლიბერტადორესის თასი მოეგო. ერთხელ პაბლოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კონკურენტი გუნდის ავტობუსი თავის ფეხბურთელებიანად აეფეთქებინა, თუმცა გადააფიქრებინეს. მოგვიანებით, ესკობარის გუნდმა მაინც აღმართა ლიბერტადორესის თასი, ამის შესახებ საინტერესო დეტალებით იხილეთ აქ:

მექსიკელმა ნარკობარონმა ჰოაკინ "ჩაპო" გუზმანმაც გადაწყვიტა ფეხბურთი თავისი მიზნებისთვის გამოეყენებინა. თუმცა მას ესკობარივით დიდი ამბიციები არ ჰქონია და მხოლოდ ფულის გათეთრებას დასჯერდა. ამისთვის "ჩაპომ" 5 კლუბი შეიძინა. მოგვიანებით მექსიკელს ლონდონის "ჩელსის" შეძენაც უნდოდა, თუმცა აბრამოვიჩმა დაასწრო. საფეხბურთო კარიერა კი, მოგეხსენებათ, და ციხეში დაასრულა...

Sportall.Ge

იტალია ცნობილია, როგორც თავისი ფეხბურთით, ასევე, მაფიით. რა თქმა უნდა, ეს ორი სამყარო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებდა და იქნებოდა ფეხბურთში შეღწევის მცდელობებიც. ლეგენდარულმა სიცილიურმა კოზა ნოსტრამ საკმაოდ პოპულარულ კლუბში "პალერმოში" შეაღწია. 2006 წელს კოზა ნოსტრამ რთული სექმა მოიფიქრა, რომლის მიხედვით ტრანსფერების ყველა თანხა მათ ანგარიშზე მიემართებოდა. სქემის გაშიფვრას დიდი დრო დასჭირდა, ხოლო როცა საბოლოოდ გაიშიფრა, მაფიოზებმა კლუბის დირექტორის სახლთან კრავის თავი დააგდეს. პოლიციამ მაფიის აგენტები დააპატიმრა, თუმცა კოზა ნოსტრა კლუბში 2016 წლამდე დარჩა, სანამ "პალერმო" არ გაკოტრდა.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული