ნეიმარის დედამ 22 წლის მიჯნური დაჭრა - სიყვარული სისხლს მოითხოვს

AutoSharing Option
განვაგრძობთ რა ბრაზილიური სასიყვარულო სერიალის ტექსტურ ტრანსლაციას, გაცნობებთ, რომ, როგორც Correio24horas-ი იტყობინება, 22 წლის კიბერსპორტსმენი ტიაგო რამოსი, რომელიც ნეიმარის დედის, ნადინ სანტოსის საყვარელი გახლავთ, ბრაზილიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

ტიაგოს ხელზე ჰქონდა მიყენებული ჭრილობები და საბოლოოდ, ჰოსპიტალში 12 ნაკერი დაადეს და ისე გაუშვეს სახლში.

წყვილმა პოლიციას უკვე მისცა ჩვენება რამოსის ტრავმის შესახებ და განაცხადეს, რომ დაზიანებები სახლში მომხდარი დაუდევრობის შედეგი იყო.

თუმცა მათი მეზობლები ამტკიცებენ, რომ მომხდარ ამბავს წინ ჩხუბი და ყვირილი უძღოდა, რომელიც მათი სახლის სახურავიდანაც კი ისმოდა.

ტიაგომ, ალბათ,
იცის, რომ სიყვარული სისხლს მოითხოვს და ისიც მზად არის, გასცეს ყველაფერი. 12 ნაკერიც ახალგაზრდას სიყვარულის სიმბოლოდ სამახსოვროდ დარჩება.



მკითხველის კომენტარები / 8 /
ტიაგოს ერთი ადგილი უნდა მოაჭრა, რომ აღარ იხტუნავოს წინ და უკან...
ვასკა
08 ივნისი 2020 12:52
1
ორი გამოდის.და კიდევ,ნეიმარის დედას რა პასუხს აძლევთ?
სოსო
11 ივნისი 2020 11:40
0
ძალიანა გთხოვთ ხელი, რომ მოურჩება აუცილებლად გაგვაგებინეთ, არ გამოგვტოვოთ.
აბა დაველოდებით, მომდევნო ბრაზილიურ სერიას, სათაურით "ტიაგო და მისი ხელი"
08 ივნისი 2020 14:55
1
ყველა გამოხმაურება
სიფთაზე შემოვედი საიტზე და ეს რა გავიგე. რატომ, რისთვის, გაიმეტეთ ნეის მამინაცვალი?!
ოხ ნეტავ არ გამეგო?
08 ივნისი 2020 12:05
0
მაგარი სათაურია, საღოლ ხვიჩა
გენა
08 ივნისი 2020 09:55
1
ვააააა.... სერიალი ბრუნდება ეთერში!!
buba
08 ივნისი 2020 09:45
0

სიახლეები პოპულარული