ზინჩენკო რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე - ბოდვაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მცველმა ალეკსანდრ ზინჩენკომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებდა.

ადრე აგენტმა ოლეგ ერემინმა შემდეგი განაცხადა: "იყო იმაზე საუბარი, რომ ზინჩენკოს შეიძლებოდა რუსული პასპორტი მიეღო. რამდენადაც ვიცი, ასეთი სურვილი საშას მშობლებს ჰქონდათ და შესაბამისად, მასაც.

თუმცა შემდეგ მოქალაქეობის მიღების პროცესი გაიწელა, მერე კი უკრაინის ნაკრებში მიიწვიეს და ყველაფერი დასრულდა".

ზინჩენკომ "ინსტაგრამით" მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა: "ბოდვაა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული