ლუნინი კურტუას "შესანსლავს" - მიაჩნია უკრაინელ მწვრთნელს

AutoSharing Option
უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა, რომელიც ადრე ამავე ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში, "რეალიდან" "ოვიედოში" განათხოვრებულ თანამემამულე მეკარე ანდრეი ლუნინზე ისაუბრა. ლუნინი გასულ წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

"თუ ზიდანი ნდობას გამოუცხადებს და გუნდში აიყვანს, ლუნინი კურტუას "შესანსლავს".

ამაში დარწმუნებული ვარ. ის ძალიან სერიოზული და მშრომელი ბიჭია. ის მას "შესანსლავს", - განაცხადა პეტრაკოვმა პროგრამა "პროფუტბოლის" ეთერში.

"სამეფო გუნდში" თავის მომავალზე კომენტარი 21 წლის ლუნინმა გააკეთა:
"ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალში" მეორე მეკ
არე ვიქნები? ეს პრესის მოგონილია, ამიტომ არანირად არ ვრეაგირებ.

ამ გუნდში სათამაშოდ გადავედი და არა იჯარით სხვადასხვა კლუბში სასიარულოდ. ამისათვის ყოველდღიურად ვემზადები. ყველაფერს პრაქტიკა გვაჩვენებს. თუ კლუბი და მწვრთნელი ნდობას გამომიცხადებენ და დამაბრუნებენ, ვნახოთ, რა და როგორ მოხდება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული