NEWS.am Sport-ის ცნობით, ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე "ჯვაროსნების" მეტოქე სომხეთის ნაკრები ნიგერიელი ნახევარმცველით გაძლიერდება.
გიუმრის "შირაქის" ნახევარმცველ სოლომონ იმე უდოს სომხეთის ნაკრებში მიიწვევენ.
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გამართა მოლაპარაკება 24 წლის ფეხბურთელთან, რომელიც სომხეთში 2015 წლიდან თამაშობს და ფიფას წესებით, საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლის უფლება აქვს.
სოლომონ იმე უდო 2015 წელს ბელგიის "ეიპენიდან" ერევნის "არარატში" გადავიდა, შემდეგ "ულისისა" და "ურარტუს" ღირსებას იცავდა. "შირაქის" შემადგენლობაში 100-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სომხეთის ნაკრების მწვრთნელად ცნობილი ესპანელი სპეციალისტი ხოაკინ კაპაროსი დანიშნეს, რომელიც შემადგენლობის სერიოზულად
გადახალისებას აპირებს.
"ჯვაროსნების" მეტოქე სომხეთის ნაკრები ეთნიკური სომხებით გაძლიერდება
იტალიასთან 1:9 მარცხის გამო სომხეთის ნაკრების მწვრთნელი ახლა გაათავისუფლეს
7 ბილეთის გამო ერთი ახალი "მოსკვიჩ -407" გაყიდეს" - ქართულ-სომხური საფეხბურთო დაპირისპირების ისტორია
ფედერაციამ სომხეთის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი "გადააგდო"