გიორგი წიტაიშვილი: Golden Boy-ს ოცეულში მოვხვდები

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა Golden Boy 2020-ის 100 ნომინატს შორის მოხვედრაზე გააკეთა კომენტარი.

"ნომინაციაზე ინტერნეტიდან შევიტყვე. შემდეგ "დინამოში" მითხრეს. მაშინ მივხვდი, რომ მართალი იყო. სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება, ასეულში მოხვედრა პროგრესირებისთვის სტიმულია.

ვფიქრობ, ამ სიაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გატანილი გოლის გამო მოვხვდი. კონკურენცია სერიოზულია, ყველა ფეხბურთელი მაღალ დონეზე თამაშობს. მოგება შეუძლებელია. თუ გავიმარჯვე, ამ ფეხბურთელების მიმართ უსამართლობა იქნება. სასიამოვნოა, რომ მოვხვდი. ზრდას განვაგრძობ.

ვფიქრობ, ოცეულში მოვხვდები. კონკურენტებიდან ერთხელ სანჩოსა და ფოდენის წინააღმდეგ ვითამაშე. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ კიდეც. შემდეგ ნახავ
და მათ 100-100 შეხვედრა ჩაატარეს. ჰოლანის ნორვეგიის ნაკრებსაც შევხვდით, საერთოდ არ გამოირჩეოდა, ვერ დავიმახსოვრე.

მე სანჩოს მივცემდი ხმას. ჰოლანზე იგივეს ვერ ვიტყვი. ასე რომ, სანჩო და ფატი", - ციტირებს წიტაიშვილს ua-tribuna.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საამაყო ქართველი ხარ
ბორია
15:11 23-07-2020
0
საქართველომ უნდა ითამაშოს შენით, იმიტომ რომ შენ ნამდვილი ქართველი ხარ
ბორია
14:40 23-07-2020
0

სიახლეები პოპულარული