სომხეთის ნაკრების 29 წლის მცველ ოგანეს ამბარცუმიანს "ენოსისთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ანორთოსისში" გადავიდა. მას კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ამბარცუმიანმა sport.news.am-თან კომენტარი გააკეთა:
"ეს ჩემს კარიერაში ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია. ძალიან სასიამოვნოა, რომ კვიპროსის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავედი. მზად ვარ, ჩემს გუნდს რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო და წარმატებულად გამოვიდე საერთაშორისო არენაზე.
დიახ, მახსოვს, 2020 წელს "ანორთოსისის" წინააღმდეგ "ბანანცის" შემადგენლობაში ვითამაშე. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ იმ მატჩებთან შედარებით გუნდი უფრო გაძლიერდა.
ჩემ გადმოსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის
"ანორთოსისის" მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, რომელიც ადრე საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო. ჩემს ახალ გუნდთან ერთად მალე შეკრებაზე გავემგზავრები.
რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, ვფიქრობ, ჩვენ ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი გვაქვს. იმედია, ახალწვეულები კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს გუნდს".
ჩემ გადმოსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის
რაც შეეხება სომხეთის ნაკრებს, ვფიქრობ, ჩვენ ერთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი გვაქვს. იმედია, ახალწვეულები კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს გუნდს".
შეგახსენებთ, სომხეთის ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაზე საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთ ჯგუფში იასპარეზებს.
კვიპროსული გამოცემა: ოქრიაშვილს "ანორთოსისის" უფრო მაღალ დონეზე აყვანა შეუძლია
კვიპროსული გამოცემა: ქეცბაია მეკარეს ეძებს
ქეცბაიას საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდი სურს...
კვიპროსული პრესა: "ანორთოსისს" ორი ქართველი დატოვებს...
კვიპროსული პრესა: ქეცბაიას კიდევ 2 ქართველის დამატება სურს
24sports: პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს