ლაშა დვალის გუნდის კარს ექსლივერპულელი დაიცავს

AutoSharing Option
ლაშა დვალის "ფერენცვაროში" უნგრეთის ჩემპიონი გახდა. მართალია, ჩვენებურმა ტრავმის გამო მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ზედიზედ მეორედ გადაეცემა ოქროს მედალი. მან ტრავმა უკვე მოირჩინა და მალე ვარჯიშს შეუდგება.

"ფერენცვაროშთან" კონტრაქტი უნგრეთის ნაკრების 32 წლის მეკარემ, ადამ ბოგდანმა გააფორმა, რომელიც 2007 წლიდან დიდ ბრიტანეთში თამაშობდა - "ბოლტონში", "კრიუ ალეკსანდრიაში", "ლივერპულში", "უიგანსა" და "ჰიბერნიანში".

ადამი ახლახან თავისუფალი აგენტი გახდა. მან მადიართა ეროვნული გუნდის ღირსება 20 მატჩში დაიცვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Magaria
Giorgi
11:55 02-07-2020
0
მაგარია ბოგდანი, ფეხბურთელიც და ავტობუსიც.
ზიმი
14:13 02-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული