ჩაწყობილი თამაშების გამო სომხეთის პირველი ლიგა შეწყდა - დაკავებულია 58 ადამიანი

AutoSharing Option
სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად შეწყვიტა ქვეყნის სიძლიერით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატი - ამ გადაწყვეტილების ინიციატორი სადისციპლინო კომიტეტი გახლდათ.

მიზეზი კი 5 კლუბის გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის დამტკიცებაა - 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ "არაგაცი", "ტორპედო", "მასისი", "ლოკომოტივი" და "ერევანი".

გარდა ამისა, დაკავებულია 58 ადამიანი (ჯერჯერობით არაა ცნობილი, რამდენია ფეხნურთელი და რამდენი კლუბის თანამშრომელი), 45 მათგანს ფეხბურთში მუშაობა სამუდამოდ აეკრძალა.

აღსანიშნავია, რომ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას იღებდა ჩემპიონატის ლიდერი ერევნის "ლოკომოტივი", რომლის რიგებშიც ოფიციალური მონაცემებით ქართველი ფეხბურთელიც ირიცხება და სეზონში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. დისკვალიფიცირებულია ცხრილის
შუა ნაწილში მყოფი 3 გუნდი და "ერევანი", რომელიც უმაღლესი ლიგიდან ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩაეხსნა.

გარიგებული მატჩების მხრივ ლიდერი "მასისია", რომელმაც 11 მატჩი "ჩააწყო". "არაგაცს" ამ გრაფაში 9 უწერია, "ლოკომოტივს" - 7, "ტორპედოს" - 5. გასათვალისწინებელი იყო, რომ, მაგალითად, "ტორპედომ" და "მასისმა" ერთმანეთში ჩაატარეს გარიგებული შეხვედრები. ლოგიკურია, რომ ჩვენმა მეზობლებმა ცხრილის გადაწერის ნაცვლად ჩემპიონატი გააუქმეს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეჩერების შემდეგ კლუბებმა უკვე 8 ტურის თამაშები გამართეს. გუნდების უმრავლესობას 27 შეხვედრა აქვს გამართული, 6-მა კი 1-2 ივლისს 28-ე მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

"გადაწყვეტილება იმ კლუბების მიმართ იქნება მიღებული, რომელთა შესახებაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას უტყუარი მტკიცებულებები საერთაშორისო ორგანიზაციბმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა მიაწოდეს," -  განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა არმენ მელიკბექიანმა.

მთავარი კითხვა, ცხადია ეხება იმ პროცესს, თუ როგორ დაამტკიცეს თამაშების გარიგების საკითხი. სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე რუბენ სინოიანის მტკიცებით, გამოძებაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური, ინტერპოლის სომხეთის ბიურო, უეფას შესაბამისი სტრუქტურა, გამოიყენეს Sportradar-ისა და Starlizard-ის მონაცემები. სინოიანმა დაამატა, რომ კომიტეტმა პროცესის რამდენიმე მონაწილე დაკითხა კიდეც.

"სომხეთის ფეხბურთში მივიღეთ გარდამტეხი გადაწყვეტილება: ინსტიტუციურ დონეზე პირველად დაიწყო ბრძოლა გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით. ეს პროცესი კი შეუქცევადი უნდა იყოს. პირადად მე და სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია გავაკეთებთ ამას, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს", - აღნიშნა მელიკბექიანმა.

მომზადებულია ffa.am-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
საბურთალოო?
bokinio
13:33 05-07-2020
6
ყოჩაღ, გასაკეთებელი საქმე გაუკეთებიათ.

1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული