სომხეთის სამძებრო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბიზნესმენ რუბენ აირაპეტიანისა და მისი შვილის მიმართ, - იტყობინება "armeniasputnik-ი.
მათ ბრალი თვითნებობაში, ადამიანის განზრახ და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში და მისი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში წაუყენეს.
დაზარალებულმა 2015 წელს აირაპეტიანის კუთვნილ ბანკში რესტორნის ბიზნესის გაფართოების მიზნით 120 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო. თანხის ნაწილი მართლაც მიზნობრივად დახარჯა, ნაწილი კი რესტორნების მეპატრონეთა დაუკითხავად საკუთარი ტაქსის სერვისის გასახსნელად გამოიყენა. ამასთან თავის საკრედიტო ვალდებულებებს რესტორნების კომპლექსის აღმასრულებელი დირექტორი დროულად ასრულებდა.
თუმცა აირაპეტიანმა შვილთან,
რაფიკთან და რამდენიმე პირთან ერთად გაიტაცა დაზარალებული და კოტეჯში გამოამწყვდია. მასზე პერიოდულად ძალადობდნენ და ამცირებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის აირაპეტიანის ბინაში გადაიყვანეს, სადაც 120 ათასის დაბრუნება მოსთხოვეს. მან ეს ვერ შეძლო და აირაპეტიანს მისცა, რაც კი გააჩნდა - ავტომობილები, ძვირფასეულობა და ნაწინ-ნაწილ 40 ათასი. აირაპეტიანები ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და 2016 წლის ოქტომბერში მისი ბინაც გადაიფორმეს.
მტკიცებულებათა საფუძველზე სამძებრო კომიტეტმა რუბენ და რაფიკ აირაპეტიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მამა-შვილი და დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ორი წევრი მიმალვაში იმყოფებიან.