ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტოსტაომ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი პელეა.
"ვფიქრობ, პელე მესიზე, რონალდოსა და მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელია. მას ვერავინ შეედრება. ყველა ის თვისება გააჩნდა, რომელიც შეიძლება ფორვარდს ჰქონდეს. უნაკლო იყო. მარადონა შთამბეჭდავი გახლდათ, მაგრამ ფიზიკურად პელეს ჩამორჩებოდა და იმდენივე გოლი ვერ გაიტანა.
მესიც ფანტასტიკური მოთამაშეა, თუმცა თავით და ორივე ფეხით პელესავით ვერ თამაშობს. რონალდო უნიკალური კია, ოღონდ არაჩვეულებრივ გადაცემებს ვერ აკეთებს. მხოლოდ მესისა და რონალდოს ჰიბრიდი თუ შეედრება პელეს", - ციტირებს ტოსტაოს ფიფას საიტი.