აზერბაიჯანის ნაკრები ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ნაკრებს სათავეში 64 წლის იტალიელი ჯანი დე ბიაზი ჩაუდგა.

დე ბიაზი ბოლოს "ალავესში", მუშაობდა, საიდანაც 2017 წელს დაითხოვეს, იქამდე კი 6 წელი ალბანეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. ის აგრეთვე "სპალის", "ბრეშიას", "ტორინოს", "ლევანტესა" და "უდინეზეს" მწვრთნელი იყო.

მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნახევარი წელი მიმდინარეობდა, ეს მისთვის ახალი გამოწვევაა, რომლისთვისაც მზადაა, აგვისტოს დასაწყისში კი ბაქოში ჩავა და საქმეს შეუდგება.

დე ბიაზი აზერბაიჯანში თანაშემწეებად თანამემამულეებს ჩაიყვანს - ბენიტო კარბონეს და კლაუდიო ბელუჩის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია, წარმატებები მეზობლებს ჩვენთან თამაშის გარდა
გიორგი
20:49 11-07-2020
4
მოქაფავს ფულს და წავა აზერები კი იქნებიან იქ სადაც დღეს არიან. ან ოდნავ წინ ან ოდნავ უკან.დდდდ
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული