ჩხუბი კიევის "დინამოდან" განათხოვრებულ ლუქსემბურგელ ნახევარმცველ ჟერსონ როდრიგესსა და ხორვატ მცველ ანტე კულუშიჩს მოუვიდათ.
34 წლის კულუშიჩი გუნდის კაპიტანია და ჟერსონს უსაყვედურა, რომ საუზმის შემდეგ გუნდთან ერთად არ გაისეირნა. ჰოდა, ჟერსონმა თურმე, მაგრად შემოსცხო.
"ფანატიკის" ცნობით, ისინი გააშველეს, კლუბის პრეზიდენტმა ფათიხ მერტმა კი ჟერსონი დასაჯა და "გალათასარაისთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
"ანკარაგიუჯიუმ" "გალათასარაი" 1:0 დაამარცხა. ლობჟანიძე 74-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კულუშიჩმა შეუცვლელად ითამაშა.