Golden Boy 2020: წიტაიშვილმა დევისი, ჰოლანი და გრინვუდი უკან მოიტოვა და მესამე ადგილზეა

AutoSharing Option
"ტუტოსპორტმა" Golden Boy 2020-ის პირველი რაუნდი კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გადალახა და მეორე რაუნდში გადავიდა.

წიტაიშვილს გამოკითხულთა 8%-მა დაუჭირა მხარი და მესამე ადგილზეა. მასზე წინ მხოლოდ ედუარდუ კუარეჟმა (სპორტინგი, 9%) და ალეხანდრო მარკესი (იუვენტუსი, 9%) არიან.

ცნობისათვის, ალფონსო დევისს (ბაიერნი) გულშემტკივართა 4%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ერლინ ჰოლანსა (დორტმუნდი) და მეისონ გრინვუდს (მანჩესტერი) 3%-მა.

პრიზის პრეტენდენტთათვის ხმის მიცემა "ტუტოსპორტის" საიტზე მიმდინარეობს. საბოლოოდ გამარჯვებული გულშემატკივრების და ჟურნალისტების ხმების რაოდენობით გაირკვევა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამას არა ნიშნის მოგებით ვამბობ, არამედ ობიექტურად ასე მჯერა. ფეხბურთელს რომ ტანზე იმაზე მეტი ტატუ აქვს უკვე, ვიდრე არა თუ გოლი გატანილი, არამედ მგონი ზოგადად ოფიციალური მატჩი ჩატარებული, უკვე ემჩნევა რომ ფსიქოლოგიურად "აცვენილი" აქვს და თავი ვარსკვლავი ჰგონია. არა და რას მიაღწია ჯერ, იგივე კვარაცხელიასთან შედარებითაც მოკრძალებულია მისი შედევი. მე ვფიქრობ ამიტომ ვერ ითამაშებს სწორედ რომ უკვე მაგარი ჰგონია თავი.

გამოკითხვას რაც შეეხება, აშკარააა რა დონის გამოკითხვაცაა. სად გრინვუდი და ჰალანდი და სად ნებისმიერ ამ სიაში ჩამოთვლილი.
ვერ ითამაშებს დიდ ფეხბურთს
23:59 18-07-2020
5
ამის ნათამაშევი მე არ მინახია და არცა რაღაც სერიოზული ფეხბურთელი. ამას ანახეთ ჩვენი კვარაცხელიას ბოლო თამაში და ნახავს რაცა და ვინცა ტალანტი
გოგა
00:32 19-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული