რონალდო ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა, მესი - მეხუთე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესოთა შორის მეორეა. ინფორმაციას ტანკერდი პალმერი საკუთარ "თვითერზე" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ლაციოსთან" გამართულ შეხვედრაში, რონალდოს დუბლი მის კარიერაში 733-ე და 734-ე გოლი გახდა. ამ გოლების წყალობით, პორტუგალიელმა რომარიო მოიტოვა და მეორე ადგილზე გადავიდა. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი კი პელეა, რომლის ანგარიშზე 767 ბურთია.

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი მე-5 ადგილს, 716 გოლით იკავებს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის რონალდომ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი 30-ჯერ აიღო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
რასაც ეს შრომობს, პუტილოვის ქარხანა არ შრომობს ყველა მუშა ერთად აღებული და უნდა დაუფასდეს კიდეც. საღოლ ბიჭი!!! ისევ ეგრე მიაწე პატარა აღარ ხარ ტოო....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
14:26 22-07-2020
1
მაგარია,მართლა ძალიან მაგარია.შეიძლებ პიროვნულად არა,მაგრამ როგორც ფეხბურთელი მართლა მოვლენაა.მესის ნამდვილად არ ჩამოუვარდება არაფრით,პირიქით.გადამწყვეტ თამაშებში ეს უფრო მაგარია.ნაკრებშიც რონალდო უკეთესია.ამან რომ იუვეს გაუტანა ნახევარფინალში,ვაღიაროთ რომ მესი მასეთ ბურთს ვერ გაიტანს.გემოვნების საკითხია ვის ვინ მოსწონს,თორემ ვერ იტყვი რომ მესი რონალდოს სჯობია
Master
16:33 22-07-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული