რონალდო ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა, მესი - მეხუთე

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესოთა შორის მეორეა. ინფორმაციას ტანკერდი პალმერი საკუთარ "თვითერზე" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ლაციოსთან" გამართულ შეხვედრაში, რონალდოს დუბლი მის კარიერაში 733-ე და 734-ე გოლი გახდა. ამ გოლების წყალობით, პორტუგალიელმა რომარიო მოიტოვა და მეორე ადგილზე გადავიდა. ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების ლიდერი კი პელეა, რომლის ანგარიშზე 767 ბურთია.

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი მე-5 ადგილს, 716 გოლით იკავებს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის რონალდომ 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი 30-ჯერ აიღო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
როდესაც ნახევარდაცვაში ხავი,ინიესტა,ბუსკეტსი და მასკერანო გყავს,თავდასხმაში ანრი,იბრაგიმოვიჩს,ვილიას,სუარეს და კიდევ სხვადასხვებს და თან მესი რომ ხარ რატომ არ უნდა გაიტანო.მარადონა იმ დროს ურთულეს იტალიის ჩემპიონატის საშუალო ნაპოლიში გადავიდა და ჩემპიონიც გახადა ევროპაც მოაგებინა.ასე რომ მესის ბევრად უპირატეს პირობებში მოუწია თამაში,ხოლო ნაკრებში სადაც დაახლოებით თანაბარი პირობები იყო მარადონას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს.
ასეა ეს
13:19 26-07-2020
3
Da is sheizleba rom madridis realshi gatanili 450 goli da santoshi gatanili ertidaigive iyos?
Milani
19:46 24-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული