"ბოზო, შენ თვითონ ხარ სოფელი" - უპასუხა უკრაინული კლუბის პრეზიდენტმა გულშემატკივარს

AutoSharing Option
უკრაინის პირველი ლიგის 26-ე ტურში ვოლოჩისკის "აგრობიზნესმა" სტუმრად 3:0 სძლია ლუცკის "ვოლინს", მესამე ადგილზე გადავიდა და პრემიერლიგაში აღსაზევებლად იბრძვის.

football.ua-ს ცნობით, ნამატჩევს წაგებული გუნდის ფეხბურთელები და მწვრთნელები გულშემატკივრებთან სასაუბროდ მივიდნენ და ერთმა ფანმა უსაყვედურა: "ამათთან როგორ წააგეთ? ეს ხომ სოფელია, ბოზო".

ამ უსიამოვნო საუბარს "აგრობიზნესის" საპატიო პრეზიდენტი ოლეგ სობუცკი (იხ. ფოტო) შეესწრო და უპასუხა კიდეც: "გესმის, შენ? შენ თვითონ ხარ სოფელი, ბოზო".

ამის შემდეგ ქომაგებმა სობუცკისთან მიახლოება სცადეს, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურმა არ მიუშვა.
15 ივლისს სობუცკიმ "მინაისთან" შეხვედრის შემდეგ (0:2)
მსაჯ იური ივანოვს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სამუდამოდ აუკრძალეს საფეხბურთო საქმიანობა. ის მაშინ კლუბის პრეზიდენტი იყო, ხოლო ახლა საპატიო პრეზიდენტია, ეს კი ოფიციალური თანამდებობა არ არის.

ვოლოჩინსკი ხმელნიცკის ოლქის რაიონია. მისი მოსახლეობა 18 802-ს შეადგენს, ადგილობრივი გუნდი კი 4-ათასიან "იუნოსტის" სტადიონზე თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარგმანი უხეშად ჟღერს. ორიგინალში უკრაინულად ასე იყო:
- Це село.
- Ти сам село, блядь.
youtube watch?v=wVpU26rq_5Q
ქ. გ.
28 ივლისი 2020 10:20
0
ის მაინც გვითხარით სურათზე ფეხბურთის ფანია თუ საპატიო პრეზიდენტი.:)))
emigranti
28 ივლისი 2020 02:02
0
ჰოდა, ყველაფერი უწერიათ და ესაც დაწერა ამ ხალხმა, ალბათ, მნახველი ჰყავს ასეთ სტატიებს და მეტი სანერვიულო არ მოგვცა ღმერთმა.
ალეკო
27 ივლისი 2020 20:38
4

Me ar var Roboti -ს: რა ვიცი, ამბავი მოგვიყვა ხალხმა, ყველა სტატია შედევრი და შენნაირების მოსაწონი ხომ არ იქნება. არ ხდება არაფერი სპორტში და რაც არის, იმას წერენ. საიდან მოდიხართ ნეტავ ასეთი ჭირვეულები. მეტი საქმე არა გაქვს? თუ არ გინდა, ნუ წაიკითხავ, ხომ არ გაძალებენ. "ჯაან ოსტრი ხარ, ჯაან".
ალეკო
27 ივლისი 2020 20:08
8
გადახედე ევროპის წამყვან პრესას და ნახავ თუ არაფერი ხდება სპორტში.
baba
27 ივლისი 2020 20:23
1
დიდებული სტატიაა - დიდი მადლობა! პულიცერის პრემია ეკუთვნის ავტორს, რედაქტორს, ყველას!
Me ar var Roboti
27 ივლისი 2020 19:16
1

სიახლეები პოპულარული