გიორგი შელია რამზან კადიროვის "ახმატში" გადავა

AutoSharing Option
Championat-ის ცნობით, 31 წლის მეკარე გიორგი შელია კარიერას გროზნოს "ახმატში" გააგრძელებს, რომლის საპატიო პრეზიდენტი და პატრონი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვია.

"ახმატი" რუსეთის პრემიერლიგიდან გავარდნას გადაურჩა და იგორ შალიმოვის ნაცვლად მწვრთნელად ანდრეი ტალალაევი დანიშნეს.

"ახმატი" შეკრებას კისლოვოდსკში გადის და გუნდი უკვე დატოვა ძირითადმა გოლკიპერმა ევგენი გოროდოვმა.

შელია "ტამბოვის" კაპიტანი იყო და არაერთხელ გამოთქვა პროტესტი იმის გამო, რომ ხელფასებს უგვიანებდნენ და კორონავირუსის გამო შეუმცირეს კიდეც.

შელიამ ადრე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა, სფფ-სთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა, მაგრამ ეს საკითხი ვერ გადაიჭრა.

alt

"ტამბოვში" 5 ქართველი თამაშობს - ხუთივე რუსეთის მოქალაქეა

altგიორგი შელია: ამ ქვეყანაში საკუთარი აზრის თქმის უფლება არ გვაქვს

alt"ტამბოვის" კაპიტანი შელია: ხელფასების შემცირება? - რონალდოს მსგავსი დიდი კონტრაქტები არა გვაქვს

alt"ტამბოვის" მეკარე შელია: თბილისში კარანტინში ვარ - აქ სიტუაციას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაკრებში მაკარიძეს ძირითადი არ აღირსა ვაისმა და ეს 31 წლის მეკარე რაში გვჭირდება? ახალგაზდა მესამ მეკარე გვინდა ვინმე გამოცდილება მიიღოს.
1
თქვენ და საიტი ლელო მხოლოდ იმ კომენტარებს აქვეყნებთ სადაც ან ტ****ი ეტენებიან რუსეთს რუსეთუმეები ან ნეიტრალურს , აი ვისაც ეს ქართული გვარის რუსები და რუსეთი არ გვინდა ჩვენი კომენტარები იბლოკება ან იშლება !
ნეტავ სუსს არ აინტერესებს საიდან ფინანსდებით !
მიხაელ
23:50 29-07-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული