"გენტი" იარემჩუკს მინიმუმ ერთი წელი არ გაყიდის

AutoSharing Option
"გენტი" საკმაოდ ჭკვიანურად მუშაობს და მისი მწვრთნელი იეს ტორუპი უნარიანად უძღვება საქმეს.

გუნდი, რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, კორონავირუსის გამო ვადამდე დასრულებულ ბელგიის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

გასულ სეზონში თავგამოჩენილ 20 წლის თავდამსხმელ ჯონათან დავიდის შეძენა "ლილს" სურს, მაგრამ "გენტი" ტრანსფერში 35 მილიონ ევროს ითხოვს და როგორც ჩანს, ფრანგული კლუბი ამ თანხის გადამხდელი არ არის.

აქილევსის მყესზე ნაოპერაციევ უკრაინელ ფორვარდ ივან იარემჩუკს, რომელმაც უკანასკნელ ამხანაგურ მატჩი "მეცთან" დუბლი შეასრულა,
მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაყიდიან, ვინაიდან იმედი აქვთ, რომ ტურნირზე კარგად იასპარეზებს და მისი ფასი გაიზრდება.

როგორც უკვე გაცნობეთ, ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა, მალე მწყობრში ჩადგება, თუმცა 1-ელ აგვისტოს "ზულტე-ვარეგემთან" საკონტროლო შეხვედრაში, სავარაუდოდ", მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
80 -ან წლებში,კიევის დინამოში თამაშობდა ძალიან მაგარი ბიჭი,ივან იერემჩუკი,ნაკრებშიც ჩაჯდა, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო,მალე გაქრა დიდი ფეხბურთიდან და მერე აღარაფერი გამიგია.თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია,ეს ბიჭი, მისი ნათესავი ხომ არ არის?
სოსო
21:13 31-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული