დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი ვნახე, მაგრამ მესი საუკეთესოა - ამბობს არგენტინის ნაკრების ექსფეხბურთელი

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა უმბერტო მასკიომ "ბარსელონას" ფორვარდ ლეო მესიზე ისაუბრა.

"ვნახე დი სტეფანო, პელე, მარადონა და კრუიფი. ყველა ვნახე, მაგრამ მესი საუკეთესოა. რამდენიმე მათგანთან ვითამაშე, მაგრამ გავიმეორებ, მესი საუკეთესოა.

ისინი თავის დროზე შესანიშნავი ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა თანამედროვე ფეხბურთის ტემპი განსხვავებულია. უბრალოდ ნახეთ მესის გოლები.

ლეო მოედანზე ცოტას დარბის, მაგრამ როდესაც საჭიროა, ბურთი თითქოს ფეხზე აქვს მიკრული. მე არაჩვეულებრივი სისწრაფის ფეხბურთელები მინახავს, ოღონდ როდესაც ბურთს იღებდნენ, ნელა მოქმედებდნენ. ლეოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა, ის ამას ფანტასტიკურად აკეთებს", - განუცხადა მასკიომ "კლარინს".

მკითხველის კომენტარები / 20 /
მარადონა, იმიტომაა მსოფლიოში ყველა დროის დიდი ფეხბურთელი, რომ მას მარტო შეეძლო გადაეწყვიტა ერთი შეხვედრის კი არა მთელი ტურნირის ბედი. მან მარტომ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ასეთი რამ კი დღემდე არავის გაუკეთებია. მესი დიდია, მაგრამ დიდი ყველგან და ყოველთვის უნდა იყო. ნაკრებში კი დიდი მესი, არავის უნახავს, ანუ ის, მხოლოდ საკლუბო ფეხბურთის მეფედ შეიძლება დასახელდეს.
ჟორა
09:06 01-08-2020
14
პელე ცალი ფეხით ჯობია მესის.17 წლისამ მსოფლიო მოიგო თან ფინალში ორი შედევრი გოლი გაიტანა.1970-ში ფინალში თავით პირველი გოლი და ორი დახატული ასისტი.კარიერაში ერთი მომენტი მაინც გაიხსენოთ მნიშვნელოვან თამაშში მესის შესრულეით.არ არსებობს.
რამდენი გადაგიხადა
12:55 01-08-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული