"რონალდოს ხელში ჩასაგდებად საჭირო რესურსები მოვიძიეთ. კლუბმა სპორნსორებთან - Nike-სა და Coca Cola-სთან შეთანხმებას მიაღწია. რონალდო იმ დროისთვის უკვე 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. "ვალენსიას" დონის გუნდისთვის ეს დიდი თანხაა.
ეს ის პერიოდი იყო, როცა რონალდოს "იუნაიტედში" უთანხმოება ჰქონდა (მსოფლიო თასზე უეინ რუნის გაძევების ეპიზოდის გამო), პირველი ჩემპიონთა ლიგაც კი არ ჰქონდა მოგებული.
მის აგენტ ჟორჟ მენდეშთან საუბარი ვმქონდა. იმ დროს ნამდვილი
ბუმი გვქონდა, სერიოზული პრეზიდენტი გვყავდა, ახალი სტადიონის აშენებასა და 250 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებდა.
რონალდოს საკითხზე მისი თანხმობა მქონდა, ამ ტრანსფერს ხომ "ვალენსიას" ისტორიის შეცვლა შეეძლო. მენდეშის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტები ხელში მეჭირა, თუმცა გარიგება მაინც არ შედგა. 4 წლის შემდეგ კი ის "რეალის" ფეხბურთელი გახდა.
გარკვეული ტრანსფერები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ცვლიან. ძალიან მწყდება გული, რონალდოს "ვალენსიაში" ჩაყვანა რომ ვერ მოვახერხე,"- განაცხადა კარბონიმ.
მომზადებულია sports-ის მიხედვით
მსოფლიო თასი გახურდა... ერთი სტატია სამადლოდ რა გახდა???
პ.ს. ამ სტატიას კი არ ვერჩი, მარა...