მოსკოვის ცსკა-ს 20 წლის თავდამსხმელი ილია შკურინი ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებთან მატჩისათვის გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა, მაგრამ ის თამაშზე უარს აცხადებს.
მან ბელარუსში მიმდინარე მოვლენების გამო განაცხადა, რომ სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ალეკსანდრე ლუკაშენკოა, ეროვნულ გუნდში არ იასპარეზებს.
"ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრის თაობაზე ისევ სოციალური ქსელიდან ვიგებ, ამიტომ ჩემს პასუხს აქ ვწერ.
ეროვნული გუნდის ღირსების დაცვაზე უარს იქამდე ვაცხადებ, ვიდრე ლუკაშენკოს რეჟიმი მოქმედებს. ჟივე ბელარუს", - წერს შკურინი "ინსტაგრამზე".
მის შესახებ ბელარუსულ გუნდებში
ნამუშევარმა მწვრთნელმა ანატოლი ბაიდაჩნიმ თქვა, რომ არც მთლად ისეთი ვარსკვლავია, ნაკრები მის გარეშე ფონს ვერ გავიდეს და ფეხბურთს ლუკაშენკოს გამო ხომ არ თამაშობსო.