წიტაიშვილს კიევის "დინამოს" ლიდერობა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში - არა

AutoSharing Option
არ გაიცვლების სამშობლო სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!...
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…

კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია გიორგი წიტაიშვილი. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონიც გახდა, სადაც ფინალში ჩინებული გოლი გაიტანა; ამბიციურიცაა, კიევის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც ცდილობს; საუბარიც ეხერხება და მწვრთნელთან რევერანსების გაკეთებაც. ამას წინათ მირჩა ლუჩესკუ აქო და ადიდა. მოკლედ, მიზანდასახულია, ლიდერული თვისებებიც გააჩნია, მაგრამ ზედმეტად პრაგმატულია. ადრე განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველია, მაგრამ
უკრაინამ მეტი მისცა და ამ ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა სურს. არ მეგულება ერთი სუბიექტის, გიორგი ჯიქიას (ადრე თქვა, ქართველი არ ვარო) გარდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ჯვაროსანთა" რიგებში თამაშზე არ ოცნებობდეს. რას იზამ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ და გიორგიც, ალბათ, ერთ-ერთი მათგანია. სამშობლო მიცემ-მოცემობით არ იზომება და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არჩევანში ხომ ყველა თავისუფალია. თუმცა, ეგებ გამოერკვეს და შემდეგ სანანებლად არ გაუხდეს საქმე, თორემ ჩვენს ეროვნულ გუნდს მის გარეშეც უარსებია და როგორმე იარსებებს კიდეც, სახვეწარი კი არავისთან არაფერი გვჭირს.

მან წინასასეზონო მზადებისას შემდეგი განაცხადა: "ახლა ჩვენი ამოცანაა პრესინგიდან გამოსვლა და მოწინააღმდეგის პრესინგი კარგად ვისწავლოთ. ამიტომ ვიწრო მოედანზე ვვარჯიშობდით, რათა ერთად ბევრნი ვყოფილიყავით, არ ყოფილიყო ზედმეტი ზონა და ჩვენი მცველები ამას მიჩვეულიყვნენ.

როდესაც მწვრთნელი გვესაუბრება, ეს ყოველთვის დიდი მოტივაციაა. ასეთი გამოცდილი დამრიგებელი ხომ დიდი იშვიათობაა. ყველაფერს, რასაც გვეუბნება, მყისებრ აღვიქვამთ და ვიმახსოვრებთ, რადგან აქ, პირველ რიგში, ჩვენ დასახმარებლად მოვიდა.

ჩემი მიზანია "დინამოს" ლიდერი გავხდე. ჩემთვის ეს მშობლიური კლუბია, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მინდა აქ მაქსიმალურ შედეგებს არა მარტო ჩემთვის, არამედ გუნდისთვის მივაღწიო და გუნდის ისტორიაში შევიდეთ", - ციტირებს წიტაიშვილს კლუბის საიტი.

გუნდის ლიდერად გახდომის შანსის გამოყენების დაწყების შესაძლებლობა კი მას უკვე 21 აგვისტოდან მიეცემა, როდესაც უკრაინის მორიგი ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჰოდა, ვნახოთ, გახდება თუ არა "დინამოს" ლიდერი და საბოლოოდ რომელ ნაკრებს აირჩევს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
გააწიტეთ რა აქედან ეს კაცი
Superman
21 აგვისტო 2020 13:51
1
რას გადაეკიდეთ წიტაიშვლს,ჯიქიას. ვინც ნაკრებშია ისინი ხო თავს იკლავენ. რა მნიშვნელობა აქვს მოჩვენებით გულზე მჯიღის ცემას, თუ საქმეში არ ივარგა
გრიგოლ1408
21 აგვისტო 2020 13:06
4
საქართველო მისთვის ომებ-გამოვლილ ხალხსაც ხალხსაც ფეხებზე იკიდებს, პირველი პრეზიდენტი რომელმაც სამშობლოს დამოუკიდებლობა მოუტანა გააგდეს და მერე სადღაც მოკლეს და ახლა წიტაიშვილი გინდათ რომ აქ ჩამოვიდეს და გაუნადგუროთ ცხოვრება შურით, ფეხის დადებით და სხვა ჩვეული "კარგი" საქციელებით. საქართველოს ნაკრების კარში ორი გოლის გამტანი მეფედ გყავთ და წიტაიშვილის "ღალატიც" ავიტანოთ.
სოსო
21 აგვისტო 2020 11:54
15
ჩემი სახელით რომ არ დაგედო ეს პოსტები,კიდევ შეიძლება თავი შემეკავებინა,მაგრამ სამშობლო და პატრიოტობა ,სისულელედ რომ მიგაჩნია და საქართველოს,შენს ქვეყნად არ თვლი,ამ საიტზე რა გინდა?ერთადერთ რამეზე გეთანხმები,პირველ პრეზიდენტზე...თუმცა შენ როგორც უყურებ ქვეყანას,ეს ნაცის შეხედულებაა.ნაცი ხარ და ამიტომ შეგახსენებ,რომ ზვიადის სიკვდილში,სწორედ შევარდნაძეს და მის მოქალაქეთა კავშირს მიუძღვის ლომის წილი,ნაცები კი,მათი ძუძუთი გამოიზარდნენ,დაფრთიანდნენ,სულიერად დალპნენ და შემდეგღა გამოვიდნენ,მათი ფრთების ქვეშიდან.სწორედ მათთვისაა სამშობლო და პატრიოტი,სისულელე,ხოლო საქართველო,ქვების გროვა,რომელიც სარფიანად შეიძლება გაიყიდოს.ვისაც სამშობლო სისულელე ჰგონია,ის ქართულ სპორტზე,აღარ უნდა სწერდეს.არც აქვს ამისი მორალური უფლება.
სოსო
22 აგვისტო 2020 09:44
1
"მოღალატე" "სამშობლო" "პატრიოტიზმი" და მსგავსი სისულეებით რომ გაქვთ გამოტენილი თავი მაგიტომ გაქვთ ძლიერი ქვეყანა. ფეხბურთზე გეტყობათ სამშობლოს სიყვარული, ჭ კლასის გუნდები რომ გადაგივლიან საკუთარ სტადიონზე წიტაიშვილი რა შუაშია. ფეხბურთში მაინც არ არის რუსეთი თავისი იმპერიული ზრახვებით. იქნება ჯერ ბურთის გაგორება გვასწავლა და მერე გველაპარაკნა მოღალატეობაზე
სოსო
21 აგვისტო 2020 16:30
1
ყველა გამოხმაურება
დიპლომატიას მიმართავს, ეს აკეთებს შემდეგ რამეს, ელოდება უკრაინის ნაკრებიდან შემოთავაზებას, თუ დაუძახეს ხო კარგი და თუ არა, სადღაც 27-28 წლის ასაკში იტყვის რომ მისი ოცნება ყოველთვის იყო საქართველოს ნაკრებში თამაში... ისე მაგარი ორმაგი სტანდარტების ხალხი ვართ, არველაძე როგორც იტყვის მაგარი დასალაგებელი ერი ვართ, უნდა გადავწყვიტოთ ან ასე და ან ისე... შუა არ გამოვა, ორმაგი სტანდარტია ჩემთვის, რუსეთის ძიუდოს ნაკრებში რომ გამოდიან ქართველები და ვითომ არაფერი ისე ვატარებთ, ორმაგი სტანდარტია როცა დიდ გულშემატკივრობას ვუცხადებთ შერაზადაშვილს რომელიც ესპანეთის სახელს იცავს, ეგ ბიჭი არ წამოვა საქართველოს ნაკრებში, ხო და თუ შერაზადაშვილის გულშემატკივრობა შეიძლება, რატომ არ შეიძლება წიტაიშვილის გულშემატკივრობა? ორმაგი სტანდარტია ეგ... ორმაგი სტანდარტია როცა ჯარჯი ზვიადაური გაღმერთებული ყავთ, კაცმა სახელი შეიცვალა, გვარი შეიცვალა, ინტერვიუ ვნახე სადაც ამბობს, კი ბატონო საიდანაც ვარ ის ადგილი არ უნდა დამავიწყდეს მაგრამ საბერძნეთია ჩემთვის ყველაფერიო... ორმაგი სტანდარტია როცა შენგელია გადავიდა ცეესკაში, ატყდა ერთი ამბები, ჩემი აზრით საფუძვლიანად მაგრამ კაციშვილის ხმა არ ამოუღია როცა იგივე გუნდში ცეესკაში თამაშობდა მარკოიშვილი... ხო და აქ ისეთი ხალხი ჩამოვთვალე რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და ქართული კულტურას არიან ნაზიარევი და ეს ჯიქია და წიტაიშვილი არცერთი არ არის აქ დაბადებული, ამათგან ყველაზე ნაკლებად უნდა გვიკვირდეს...
დათო
21 აგვისტო 2020 10:41
2
მთლად მასე არ არის დათო!ჯარჯი ზვიადაური და კახი კახიაშვილი რომ წავიდნენ,მათთვის სპორტში დარჩენა არ დარჩენაზე იყო საქმე.სხვანაირად იძულებული იქნებოდნენ სპორტიც მიეტოვებინათ.შერაზადიშვილი,საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვარჯიშობდა,მაგრამ ნაკრებში ისეთი კონკურენცია იყო,რომ დაწინაურების შანსი არ ჰქონდა და ამიტომ სხვაგან სცადა.საქართველოს რომ დასჭივებოდა,აქ დარჩებოდა.შენგელია სულაც კლუბში წავიდა და რაკი კაპიტანია,ამიტომ აუტეხეს ამხელა ამბავი.არც მე მსიამოვნებს,მისი იქ თამაში,მაგრამ ყველას ოჯახი ჰყავს და რჩენა უნდა.ქვეყანას კი,ნაკრებში უნდა ემსახურო.გიორგი ჯიქია,რუსეთში დაიბადა და გაიზარდა.თვითონ იძახის,აქ დავიბადე და ჩემი სამშობლო,ეს არისო.ეგეც გასაგებია და პატივს ვცემა.წიტაიშვილი კი იძახის,საქართველოს ჩემთვის არაფერი მოუციაო.აღებ-მიცემობაზეა ლაპარაკი.სამშობლოს კი,ყველაფერი უნდა მისცე და მერე,შენთვის აუცილებელი აიღო.ასე ცხოვრობდა საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცი.სამშობლოს რომ მიცემა არ მიცემით აირჩევ,ეგაა მიუღებელი,თორემ რუსეთის სახელითაც ბევრნი ჭიდაობენ,ქართველები.არველაძეებს და მისი დროის ფეხბურთელებს,ხშირად აგინებდნენ, მაგრამ ეს ბიჭები გადადიოდნენ უცხოურ კლუბებში სათამაშოდ და ევროთასებზე თამაშები რომ იწყებოდა,ვისაც კი საშუალება ჰქონდა,ყველა დინამოში სათამაშოდ გამორბოდა.ბევრ მოტივს მოიყვანენ,მაგრამ ფაქტი ეს არის.უკრაინელი ფეხბურთელები,ქვეყნის სახელით თამაშისას,მინდორს ხნავენ.არა მგონია,წიტაიშვილმაც ასე გამოიდოს თავი.ის სხვანაირი აზროვნებისაა.თუ მათთვის მაინც გადადებს თავს,მაშინ მასზე აზრს შევიცვლი და პატივისცემა გამიჩნდება,მაგრამ არა მგონია,ასე მოხდეს.
სოსო
21 აგვისტო 2020 13:11
3
სასწორის ერთ პინაზე მიშა ფოცხვერია და იქეთ ვითომ ქართველები, მხოლოდ გვარით... ერთი ადამიანი წონის მთელს გაყიდულ სპორტულ ბალასტს..."სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მხოლოდ სიმთვრალეში გაგახსენდეთ" გვარით ქართველებო...
Segestrya
21 აგვისტო 2020 10:03
2
გენაცვალე ძმაო მართალი ხარ
ქუთაისელი
21 აგვისტო 2020 13:52
1
თუ სამშობლოსთვის სისხლი არ გიდუღს და გული არ გეწვის რა აზრი აქვს მის გუნდში ყოფნას?
ზურა
21 აგვისტო 2020 09:03
1
არც მიხეილ ფოცხვერია იყო გაზრდილი ჩვენთან,მაგრამ საქართველო აირჩია ისე სად არის ახლა ფოცხვერია,დონბასიდან იყო იქ ომია,ამდენს,რომ წერთ წიტაიშვილზე მისი საქმეა სად ითამაშებს იმაზე დაწერეთ ვინც ითამაშა ახლა სად არის უჭირთ ულხინთ,ინტერვიუ ჩაწერეთ,წიტაიშვილს წარმატებებს ვუსურვებ,მისი საქმეა სად.ითამაშებს.
გოჩა
21 აგვისტო 2020 08:51
4
ცუდი ისარის, რომ არავის უნდა უკნიდან დაწყება ყველა ისეთ ნაკრებებში მირბის რომელიც ევროპას და მსოფლიოს მუდმივი წევრები არიან. არადა ჩვენი დონის ნაკრები კარგი შანსია იმისთვის რო ლიდერი გახდეს ესა თუ ის ფეხბურთელი ! რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს იმედია ამისნაირების გარეშეც მივახწევთ შედეგს . რაც შეეხება ჯიქიას მაგას და თინა კანდელაკს შეუძლიათ ერთად მოიკლან თავები წითელ მოედანზე ;)
ლაშა
21 აგვისტო 2020 08:51
2
დაანებეთ თავი ცრუ ინფორმაციების გავრცელებას. ჯიქიას არასოდეს უთქვამს ქართველი არ ვარო. ერთხელ გაირკვა რომ იმ ინტერვიუში პირიქით ამბობს და შეცდომით მიაწერეს. გაერკვიეთ ბოლო ბოლო.
ჯ. ჩ.
21 აგვისტო 2020 08:17
6
არ გაზრდილა ეგ ბიჭი საქართველოში სადაც გაზრდილა იქ ითამაშოს. ჩვენი გავზარდოთ კარგი ის სჯობს, მაგრამ გუშინდელმა დინამოს თამაშმა სულ მო მიკლა იმედიც და გულიც. ქუჩის ფეხბირთზე იზრდება ბარზილიაშიც და არგენტინაშიც ფეხბურთელები, დღეს თბილისიშიც და სხვაგანაც ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს ვერ ნახავ, ამიტომაც დაკარგა ქართულმა ფეხბურთმა იერიცს და ტალანტიც. ძიან სახლში კომპუტერ მიშტერებულები ეეჰ
ნიკო
21 აგვისტო 2020 02:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული