წიტაიშვილს კიევის "დინამოს" ლიდერობა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში - არა

AutoSharing Option
არ გაიცვლების სამშობლო სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!...
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა,
როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა…
არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!…

კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია გიორგი წიტაიშვილი. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონიც გახდა, სადაც ფინალში ჩინებული გოლი გაიტანა; ამბიციურიცაა, კიევის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებასაც ცდილობს; საუბარიც ეხერხება და მწვრთნელთან რევერანსების გაკეთებაც. ამას წინათ მირჩა ლუჩესკუ აქო და ადიდა. მოკლედ, მიზანდასახულია, ლიდერული თვისებებიც გააჩნია, მაგრამ ზედმეტად პრაგმატულია. ადრე განაცხადა, რომ ეროვნებით ქართველია, მაგრამ
უკრაინამ მეტი მისცა და ამ ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა სურს. არ მეგულება ერთი სუბიექტის, გიორგი ჯიქიას (ადრე თქვა, ქართველი არ ვარო) გარდა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც "ჯვაროსანთა" რიგებში თამაშზე არ ოცნებობდეს. რას იზამ, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ და გიორგიც, ალბათ, ერთ-ერთი მათგანია. სამშობლო მიცემ-მოცემობით არ იზომება და ვისაც ეს არ ესმის, ახსნასაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. არჩევანში ხომ ყველა თავისუფალია. თუმცა, ეგებ გამოერკვეს და შემდეგ სანანებლად არ გაუხდეს საქმე, თორემ ჩვენს ეროვნულ გუნდს მის გარეშეც უარსებია და როგორმე იარსებებს კიდეც, სახვეწარი კი არავისთან არაფერი გვჭირს.

მან წინასასეზონო მზადებისას შემდეგი განაცხადა: "ახლა ჩვენი ამოცანაა პრესინგიდან გამოსვლა და მოწინააღმდეგის პრესინგი კარგად ვისწავლოთ. ამიტომ ვიწრო მოედანზე ვვარჯიშობდით, რათა ერთად ბევრნი ვყოფილიყავით, არ ყოფილიყო ზედმეტი ზონა და ჩვენი მცველები ამას მიჩვეულიყვნენ.

როდესაც მწვრთნელი გვესაუბრება, ეს ყოველთვის დიდი მოტივაციაა. ასეთი გამოცდილი დამრიგებელი ხომ დიდი იშვიათობაა. ყველაფერს, რასაც გვეუბნება, მყისებრ აღვიქვამთ და ვიმახსოვრებთ, რადგან აქ, პირველ რიგში, ჩვენ დასახმარებლად მოვიდა.

ჩემი მიზანია "დინამოს" ლიდერი გავხდე. ჩემთვის ეს მშობლიური კლუბია, რომელმაც ბევრი რამ მომცა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მინდა აქ მაქსიმალურ შედეგებს არა მარტო ჩემთვის, არამედ გუნდისთვის მივაღწიო და გუნდის ისტორიაში შევიდეთ", - ციტირებს წიტაიშვილს კლუბის საიტი.

გუნდის ლიდერად გახდომის შანსის გამოყენების დაწყების შესაძლებლობა კი მას უკვე 21 აგვისტოდან მიეცემა, როდესაც უკრაინის მორიგი ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

ჰოდა, ვნახოთ, გახდება თუ არა "დინამოს" ლიდერი და საბოლოოდ რომელ ნაკრებს აირჩევს.

მკითხველის კომენტარები / 46 /
სასწორის ერთ პინაზე მიშა ფოცხვერია და იქეთ ვითომ ქართველები, მხოლოდ გვარით... ერთი ადამიანი წონის მთელს გაყიდულ სპორტულ ბალასტს..."სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მხოლოდ სიმთვრალეში გაგახსენდეთ" გვარით ქართველებო...
Segestrya
21 აგვისტო 2020 10:03
2
გენაცვალე ძმაო მართალი ხარ
ქუთაისელი
21 აგვისტო 2020 13:52
1
ეს თითქმის იგივეა ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე რო უარი თქვას დინამოს ბრაზილიელმა ლეგიონერმა ან ვინ ეძხის მაგრამ მაინც!!! ისე კი თუ ადამიანი ვერ ხვდება რას ნიშნავს სმშობლოს სახელით ასპარეზობა იქ სალაპარაკო აღარაფერია!!!
ნკ
21 აგვისტო 2020 00:58
5
ვაჩიბერაძე დაემართება ამას, ეგეც ასე იწყებდა...
შალვა
20 აგვისტო 2020 23:53
1
vachim bolos mainc chveni nakrebi airchia ar unda sheni profeseroba ak dzmakac ra :))))))))
!!!!!!
21 აგვისტო 2020 18:16
0
თუ სამშობლოსთვის სისხლი არ გიდუღს და გული არ გეწვის რა აზრი აქვს მის გუნდში ყოფნას?
ზურა
21 აგვისტო 2020 09:03
1
არ გამოგვადგება ეს ვაჟბატონი, !!! არ აქ სამშობლოს სიყვარული ამას, და რას ეხვეწებით? საერთოდ არ მაინტერესებს , თქვენ რო არ გვაჩეჩებდეთ ამის ვითომ მიზანსწრაფულობას!!! ესეთი გოგოიან ითამაშა გერმანიის ნაკრებში, მერე ვაჩუბერიძემ და მერე ჯიქიამ მოიარა ევროპები და მსოფლიოები. ამასაც იგივე ელის, მოკლედ დვალიშვილი მირჩევნია გამოიძახონ ისევ ვიდრე ეს ჩამოიყვანონ ხვეწნა მუდარით.(((( დვალიშვილს არაფერს ვერჩი, მაგასაც ქონდა კაი პერიოდი ისრაელიში, ლიგაზეც კი აქ ნათამაშები იუვენტუსის წინააღმდეგ))
Vasili
21 აგვისტო 2020 00:42
3
კი ნამდვილად ნიჭიერი ფეხბურთელია და ამბიციურიც ამის გარდა არის კიდევ რამდენიმე წარმოშობით ქართველი ბიჭები ვინც კაი გუნდებში თამაშობენ მაგალითად ცსკას ფეხბურთელი კონსტანტინე მარადაშვილი ასევე აკაკი გოგია იუნიონის ფეხბურთელი ბუნდესლიგას თამაშობს და კიდევ არიან ასე თუ მოვძებნით მაგრამ ვისაც არ უნდა მობილური ნაკრებში თამაში იმათ არც უნდა ვეხვეწოთ საქართველოს ნაკრებში ითამაშეო ვის უნდა ვეხვეწოთ ეს უნდა იყოს პირიქით პატივი ფეხბურთელისთვის
Gio
20 აგვისტო 2020 23:59
0
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო! როგორიც აღზარდეს, ისეთი გამოვიდა. ამისი ოჯახი რა ვთქვა რა.
ანდაზა
21 აგვისტო 2020 00:30
1
ჯავახიშვილი გამახსენდა თავისი ამასწიმანდელი განცხადებით - ბათუმში სურთ, სტადიონი ჩემი სახელობისა იყოსო... მოდი დინამო არენა ამის სახელობისად ხო არ გადავაქციოთ? ვაი მაგათ პატრონს!!! ეგ ერთი ვაზელინა ბიჭია რომელიც კაცად არ ვარგა!!! ახლა შევასთან დავრეკო იქაურ ნაკრებსაც არ გააკეთოს თორე დაუღუპავს ტასოტისთან ერთად საათივით აწყობილ გუნდს!!! აფსუს!!!!!
გიგა
21 აგვისტო 2020 02:19
2
რა გაუტრაკეთ წიტაიშვილს საქმე ამ ვაიპატრიოტებმა. არ უნდა და ნუ უნდა...გვარი კი არ არის მთავარი, არამედ ვინ აკეთებს საქართველოს საქმეს ის.
საბა
21 აგვისტო 2020 13:52
1
საქართველო მისთვის ომებ-გამოვლილ ხალხსაც ხალხსაც ფეხებზე იკიდებს, პირველი პრეზიდენტი რომელმაც სამშობლოს დამოუკიდებლობა მოუტანა გააგდეს და მერე სადღაც მოკლეს და ახლა წიტაიშვილი გინდათ რომ აქ ჩამოვიდეს და გაუნადგუროთ ცხოვრება შურით, ფეხის დადებით და სხვა ჩვეული "კარგი" საქციელებით. საქართველოს ნაკრების კარში ორი გოლის გამტანი მეფედ გყავთ და წიტაიშვილის "ღალატიც" ავიტანოთ.
სოსო
21 აგვისტო 2020 11:54
15
წიტაიშვილი არის მოღალატე და როგორც ჯიქია და ეგეთი ხალხი პიროვნულადაც არ ვარგან არც სამეგობროთ არ სანათესაოდ და საერთოდ ბუნებით არიან მოღალატეები კაცი რო ამბობს რო საქარველოზე მეტი უკრაინამ მეტი მომცაო ამ სიტყვების მთქმელი ხარ სუთდა არაკაცი რაუნდა მოგცეს საქართველომ????მესმის რო ვიგაცამშეილება დაჩაგრა ან უსამართლოდ მოექცა ეს იმას არ ნიშნავს რო შენ ქვეყანის დახმარებაზე ვარი თქვა,,,,ანწუხელიძეც ქარველია და წიტაიშვილიც????თქვას რო არის უკრაინელი ქართული გვარით და გვეცოდინრბა რო არის რუსის ვანია... ეგეთები არიან მოღალატეები რომლებსაც არც მეგობრობა ეცოდინება არც მშობლების სიყვარული და ადმინ ძაან გთხოვ არ დაბლოკო. გახსოვთ ვაჩიბერაძე როგორ მოვიდა თავის ფეხით და იხვეწებოდა საქართველოში ნაკრებში თამაშს რო დააპანღუტენ უკრაინელებმა ეგეთი ელის მაგ ბიჯსაც და მინდა ვუსურვი რო მალე გამოაგდონ დინამო კიევიდან და სადღაც მესამე ლიგაში ამოყოს თავი და მეტი ვერ გაქაჩოს ეგეთები მეტის ღირსი არ არიან
Qutaiseli
21 აგვისტო 2020 13:50
1
ჩემი სახელით რომ არ დაგედო ეს პოსტები,კიდევ შეიძლება თავი შემეკავებინა,მაგრამ სამშობლო და პატრიოტობა ,სისულელედ რომ მიგაჩნია და საქართველოს,შენს ქვეყნად არ თვლი,ამ საიტზე რა გინდა?ერთადერთ რამეზე გეთანხმები,პირველ პრეზიდენტზე...თუმცა შენ როგორც უყურებ ქვეყანას,ეს ნაცის შეხედულებაა.ნაცი ხარ და ამიტომ შეგახსენებ,რომ ზვიადის სიკვდილში,სწორედ შევარდნაძეს და მის მოქალაქეთა კავშირს მიუძღვის ლომის წილი,ნაცები კი,მათი ძუძუთი გამოიზარდნენ,დაფრთიანდნენ,სულიერად დალპნენ და შემდეგღა გამოვიდნენ,მათი ფრთების ქვეშიდან.სწორედ მათთვისაა სამშობლო და პატრიოტი,სისულელე,ხოლო საქართველო,ქვების გროვა,რომელიც სარფიანად შეიძლება გაიყიდოს.ვისაც სამშობლო სისულელე ჰგონია,ის ქართულ სპორტზე,აღარ უნდა სწერდეს.არც აქვს ამისი მორალური უფლება.
სოსო
22 აგვისტო 2020 09:44
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული