ცეცაძის "ლვოვის" მატჩი ფეხბურთელთა კორონავირუსით დაინფიცირების გამო გადაიტანეს

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი "ლვოვსა", რომლის მწვრთნელი გია ცეცაძეა და "მინაის" შორის გადაიტანეს.

უკრაინის პრემიერლიგის დირექციამ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ "ლვოვის" ცალკეული ფეხბურთელების მიერ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა. ისინი დაუყოვნებლივ თვითიზოლაციის რეჟიმში გადაიყვანეს.

ამ გუნდების შეხვედრის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული