ბელგიის პირველი დივიზიონის პირველ ტურში "სერენმა" სტუმრად ბექა ვაჩიბერაძის "ლომელი" 5:3 დაამარცხა და ამ მატჩში პოკერი 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.
ჟორჟმა გოლები მე-10, 50-ე, 55-ე და 71-ე წუთებზე გაიტანა, 90-ე წუთზე კი შეცვალეს.
მიქაუტაძე ლიონშია დაბადებული, საფრანგეთის მოქალაქეა, "მეციდან" "სერენში" კი სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. მან საკონტროლო მატჩში "გენტის" კარიც დალაშქრა.
რაც შეეხება ვაჩიბერაძეს, განაცხადში არ ყოფილა.
კიდევ ეტყობა გადაწყვეტილების მიღება არ უჭირს და რაც მთავარია თავდამსხმელისთვის, ურტყავს კარის მიმართულებით. არათუ უკან მეკარეს აძლევდეს პასს, ზოგ-ზოგიერთ ვითომ თავდამსხმელებივით, უაზროდ და ეგოისტურად რომ დარბიან სტადიონზე. წარმატებები მიქაუტაძეს...
პ.ს ფეხბურთის ფედერაცია, არაფერში რომ ფლანგავს ფულებს, ნება იბოძეთ აიღეთ ბილეთები საფრანგეთის მიმართულებით ჩაბრძანდით და დაელაპარაკეთ და დააინტერესეთ ეს კაცი და რაც გინდათ ის ქენით, წამალივით სჭირდება ასეთი დონის ფორვარდი ნაკრებს.