კიევის "დინამომ" სუპერთასზე "შახტარს" მოუგო - ხოჭოლავა სათადარიგო იყო

AutoSharing Option
კიევის "ოლიმპიისკის" სტადიონზე უკრაინის სუპერთასზე თასის მფლობელმა "დინამომ" 3:1 დაამარცხა ჩემპიონი "შახტარი" და სარეკორდო მეცხრედ მოიგო საპატიო პრიზი.

დედაქალაქურმა გუნდმა სუპერთასზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. მირჩა ლუჩესკუმ "დინამოს" მწვრთნელის რანგში პირველი ტროფეი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ "დინამომ" მეტოქის კარში სამჯერ დაარტყა და სამივე გიტანა. უკანასკნელ 9 წელიწადში "დინამომ" "შახტარს" პირველად მოუგო ერთზე მეტი გოლის სხვაობით.

"შახტარში" სათადარიგო იყო მცველი დავით ხოჭოლავა, ხოლო "დინამოში" - ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი.

შახტარი - დინამო 1:3
გოლები: 0:1 დე პენა (20), 0:2 როდრიგესი (31), 1:2 მორაესი (37),
1:3 სოლი (83)

მკითხველის კომენტარები / 2 /
აქაც ტორუპია მწვრთნელი?
რომელუ
09:12 26-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული