19 წლის გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სერენის" 19 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პირველ ლიგაში კვლავ გამოიჩინა თავი.

ის მეორე ტურში "დეინცესთან" საშინაო მატჩშიც სასტარტოში იყო, 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+3-ე წუთზე მისმა გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა შეძლო - 3:2. გიორგი 90+5-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძემ პირველ ტურში "ლომელთან" (5:3) პოკერი შეასრულა, იქამდე კი სპარინგში "გენტის" კარი დალაშქრა. ასე რომ, უკანასკნელ 3 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლია. ასეთი შედეგიანი ფორვარდის საქართველოს ნაკრებში მიწვევა უპრიანი იქნება, მით უმეტეს, როგორც შევიტყვეთ, ოჯახში ქართულად საუბრობენ და ფრანგულად ჟორჟს კი
არა, არამედ გიორგის უძახიან.

როგორც იცით, მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და "მეციდან" "სერენშია" განათხოვრებული.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რა დატრილება ამ საქმის მოგვარებას უნდა.იაშკა ერთხელ გადაურეკავს ამხ. მაკრონს და პრეზიდენტის თვითმფრინავით გამოგვიგზავნის მიქაუტაძეს ნაკრების შეკრებაზე.ეგღა აკლია ჩვენი პარლამენტის დეპუტატის ძმაკაც იაშკას, რომ აქეთ-იქით ირბინოს.მაგის და კობის ავტორიტეტი ევროპაში იმდენად დიდია,რომ მაკრონმა შეიძლება პირადად ჩამოაცილოს კიდეც ჩვენებური.
დ.დ.
29 აგვისტო 2020 01:40
12
იმედი მაქვს რომ გიორგი კარგი შედეგიანი სეზონი ექნება წელს რისი ნიშნებიც უკვე სჩანს და მომვალ სეზონში უკვე მეციში როგორც ძირითადი შემადგენლობის წევრი ისე დაბრუნდება და ჩვენც ლიგა1 ში გვეყოლება ფეხბურთელი.
ფედერაციამ ახლავე უნდა მიაქციოს ყურადღება ამ ბიჭს მგონი არანაირი პრობლემა არ იქნებოდა თუნდა ამ ახალგაზრდული ნაკრების თამაშებზე(21 წლამდე) გამოეძახათ და მიეცათ შანსი.
ფეხბურთელიც იგრძნობდა ყურადღებას საქართველოს მხრიდან და მეტი მოტივაცით ითამაშებდა კლუბშიც და ნაკრებშიც.
მართლაც არ არის საჭირო ვიღაც გარუსებულების და კარიერისტი ფეხბურთელების დევნაა ვისაც არ უნდა ეროვნულ ნაკრებში თამაში ეგეთები უნდა დავივიწყოთ,მაგრამ მე პირადად არამგონია რომ ამ ბიჭმა ნაკრებზე უარითქვას.
პ.ს სასრუველი იქნება თუ ჟურნალისტები დაუკვაშირდებით ფეხბურთელს ოჯახს და ჩაწერთ მასთან ინტერვიუს და უკეთესად გაგვაცნობთ ამ ფეხბურთელს.
გელა
29 აგვისტო 2020 00:49
3
ფედერქციაში ვისაც ეხება ეს საქმე მიაქციეთ ყურადღება ამ ბიჭს ახლაც შეიძლებოდა მისი გამოძახება 21 წლამდე ნაკრებში
გიო
29 აგვისტო 2020 00:34
1
აბა იაშვილი და მუჯირი დატრიალდით და ჩამოიყვანეთ ეს კაცი საქართველოს ნაკრებში! რუსეთში, რომ დასდევდით ჯიქიებს და მელქაძეებს ეს ბიჭი ყველას მათ ერთად აღებულს გადაიწონის ყველაფერში!
მწრთვნელი
29 აგვისტო 2020 00:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული