Sport24: "როტორი" ფლამარიონს კონტრაქტს გაუფორმებს

AutoSharing Option
რუსული გამოცემა Sport24 იტყობინება, რომ ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას "როტორში" გააგრძელებს.

"Sport24-ის ინფორმაციის თანახმად, უახლოეს ხანში ბრაზილიელი შემტევი ფლამარიონი ბათუმის "დინამოდან" "როტორში" გადავა.

Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 600 ათასი ევროა. 2019 წელს ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მისი სიმაღლე 171 სმ-ია.

გასულ სეზონში ფლამარიონმა საქართველოს ჩემპიონატის 30 მატჩში 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი - 8 მატჩში 4 გოლი".

ვოლგოგრადულ გუნდში საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი, ნიკოლაი ყიფიანი და ბექა მიქელთაძე თამაშობენ. განაცხადშია აგრეთვე ჯანო ანანიძე.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ როტორმა გაჭედა ქართველებზე და ქართულ კლუბებზე?
grisha
01:18 02-09-2020
1
ბათუმის ისრაელში თამაშზე დავდე კომენტარი: თუ შემადგენლობას შეინარჩუნებენ (უცხოელებს და ჯიღაურს), ჩემპიონებიც გახდებიან და გაისადაც ძალიან კარგად გამოვლენ ევროპაში თქო; გეგუჩაძეს წარმატებები ვუსურვე...
აქაც იგივეა - 2-3 წელი 1 შემადგენლობის შენარჩუნება შეუძლებელია. ძალიან სამწუხაროდ.
ა, ბატონო. შარშან საბურთალოს რომ გაუმართლა წილისწყრაზე ვნახეთ - შედეგი ცნობილია. წელს დინამოს უმართლებს - ალბანეთი, უელსი, ფარერები, უკეთესს რას ინატრებ?! სამწუხაროთ, შედეგი იქნება ვითომ?
არ არსებობს 6-12 თვეში შემდგარი გუნდი!!! არა!!! გერმანელები სანამ ბოლოს ჩემპიონები გახდებოდნენ, 6 წლიანი გეგმა შეადგინეს! 6 წლიანი! ჩვენ კი გვინდა 6 თვიანი. ძალიან მტკივა გული და სული ქართული საკლუბო ფეხბურთის გამო.
alexandre (თბილისი დინამოს გულშემატკივარი)
11:08 02-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული