ბელარუსები საქართველოს ნაკრებთან დამარცხებას არც კი განიხილავენ

AutoSharing Option
ოთხშაბათ საღამოს მინსკის "დინამოს" სტადიონზე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო. ეროვნული გუნდისთვის ფორმა კვლავ იტალიურმა კომპანია Macron-მა დაამზადა, რომელთანაც თანამშრომლობა 2022 წლამდე გააგრძელეს. ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ბაზანოვმა "პრესბალს" ექსლუზიური ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს.

- ფორმა გვაქვს, ახლა ნაკრებისგან ყველა ლამაზ თამაშს ელის. დღეს ბიჭებს ვესაუბრე. ყველა კარგ ხასიათზეა, საუკეთესოდ თამაშს აპირებენ. ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებები. იმედია, ახალი ფორმა წარმატებებს მოგვიტანს. უახლოესი ამოცანები - ერთა ლიგაზე ალბანეთთან და ყაზახეთთან თამაშები და ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი მატჩი - ერთა ლიგის პლეი-ოფი საქართველოსთან, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება.

- როგორი მოლოდინი გაქვთ ნაკრებისგან ერთა ლიგის მორიგ გათამაშებაზე?
- მიზანი მხოლოდ ერთია - პლეი-ოფში გასვლა და შესაბამისად, В ჯგუფის საგზურის მოპოვება. სხვა ამოცანებზე საუბარიც კი არ შეიძლება.

- ხედავთ თუ არა პლუსს იმაში, რომ  უმეტესობისგან განსხვავებით, კორონავირუსის გამო ჩვენი ჩემპიონატი არ შეწყვეტილა?
- რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის "დინამოს" მატჩებიდანაც გამოჩნდა. იმედია, ეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებსაც დაეხმარება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბელარუსები არ არის წესით პრობლემა, თუ კონცენტრაცია არ დავკარგეთ. ძირითადად სახლში თამაშობენ, ბელორუსიის ჩემპიონატში, ხოლო მათი ლიდერები უკვე ასაკში არიან. მე უფრო მაკედონია მაფიქრებს, შემადგენლოვას გადავხედე ვიკიპედიაზე და 3-4 კაცია იტალიაში თამაშობს თან ძირითადში (ნაპოლი, ჯენოა, უდინიზე), ორი კაცია ესპანეთშია (მალიორკა, ლევანტე) და ერთი ლიდსში. ლისაბონის სპორტინგის მცველიც ჰყავთ. მოკლედ მაკედონია სერიოზული ძალაა.
მაკედონია მაფიქრებს
18:57 03-09-2020
2
რომ გაგიპომპოლებთ მერე იბლატავეთ აი ნახავთ ამათ თუ არ დავახევთ ბურთს თავზე,ამის იმედს ახალგაზრდები მაძლევენ,მოვიგებთ,მოვიგებთ,ძალიანაც კარგი თუ დიდ გულზე არიან,დიდი ანგარიშით გავბურავთ.
გოჩა
21:11 03-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული