ბელარუსები საქართველოს ნაკრებთან დამარცხებას არც კი განიხილავენ

AutoSharing Option
ოთხშაბათ საღამოს მინსკის "დინამოს" სტადიონზე ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო. ეროვნული გუნდისთვის ფორმა კვლავ იტალიურმა კომპანია Macron-მა დაამზადა, რომელთანაც თანამშრომლობა 2022 წლამდე გააგრძელეს. ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ბაზანოვმა "პრესბალს" ექსლუზიური ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს.

- ფორმა გვაქვს, ახლა ნაკრებისგან ყველა ლამაზ თამაშს ელის. დღეს ბიჭებს ვესაუბრე. ყველა კარგ ხასიათზეა, საუკეთესოდ თამაშს აპირებენ. ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებები. იმედია, ახალი ფორმა წარმატებებს მოგვიტანს. უახლოესი ამოცანები - ერთა ლიგაზე ალბანეთთან და ყაზახეთთან თამაშები და ბუნებრივია, ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი მატჩი - ერთა ლიგის პლეი-ოფი საქართველოსთან, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება.

- როგორი მოლოდინი გაქვთ ნაკრებისგან ერთა ლიგის მორიგ გათამაშებაზე?
- მიზანი მხოლოდ ერთია - პლეი-ოფში გასვლა და შესაბამისად, В ჯგუფის საგზურის მოპოვება. სხვა ამოცანებზე საუბარიც კი არ შეიძლება.

- ხედავთ თუ არა პლუსს იმაში, რომ  უმეტესობისგან განსხვავებით, კორონავირუსის გამო ჩვენი ჩემპიონატი არ შეწყვეტილა?
- რა თქმა უნდა, ეს დაგვეხმარა. ეს ჩემპიონთა ლიგაზე ბრესტის "დინამოს" მატჩებიდანაც გამოჩნდა. იმედია, ეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებსაც დაეხმარება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს თბილისში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ავᲦანეᲗის ნაკრებია Თუ საქარᲗველოსი? წვერი გაიპარსეᲗ!!! Თურქები ცდილობენ ევროპელებს დაემსგავსონ და Თქვენ რა გᲭირᲗ პირველ ევროპელებს? რამ დაგაგოიმაᲗ ასე?
ზურა
05 სექტემბერი 2020 10:39
0
ვაისმა ზუსტად ამგვარ მეტოქეებთან უნდა მოახდინოს ხავერდოვანი თაობათა ცვლა, ამერიკელებს მადლობა, Жано- красава,
კოსტა
04 სექტემბერი 2020 16:20
1
შემოვდივარ წინადადებით ბიჭებს ვთხოვოთ წვერი გაიპარსონ!მართალი იყო ქეცბა,"გეუბნები რა")), დზაან არაესტეტიურია, რომელ ეროვნ.ნაკრებს აქვს? ერთი, ორი კაი, მარა ყველა,?! ევროპელობაა?
გიგი
04 სექტემბერი 2020 15:20
5
ეჭვი მღრღნის დაგვიმტვრევენ ფეხბურთელებს. ეგენი რუსებზე არა ნაკლები ხისმჭრელები არიან. მაგათ ფეხბურთი არ უნდა ეთამაშო. მაგათი საქმეა გაიქეცი, გადახტი, ჭოკით აფრინდი. ფეხბურთის ინტელექტი რომ რიგდებოდა, არაყს უბერავდნენ, არ ეცალათ
ALONZO
04 სექტემბერი 2020 11:51
0
რა ყველა ჩვენ გვედიდგულება და გვებლატავება?! ძააან ცუდი წარმოდგენა აქვთ ყველას ჩვენზე!!! აი თითქოს შეუძლიათ რო თავში წაგვითაქუნონ....// ეს ბელარუსია უნდა წამოვიხიოთ 5-0 თავის ლუკაშენკოიანად!!!
Vasili
04 სექტემბერი 2020 10:43
1
და რატომ უნდა განიხილონ დამარცხება?
Jghhb
04 სექტემბერი 2020 00:43
1
მარტო პირველი წინადადება წავიკითხე და უკვე მშურს ბელარუსი გულშემატკივრების...
რა "მაგარი" ხალხის ხელში ჩვენთან ფეხბურთი...
გიორგი
03 სექტემბერი 2020 23:39
7
თუ არ დაიჭირეს მანამდე აქციებზე ყველანი...
გიო
03 სექტემბერი 2020 23:35
1
თუ ნორმალირ ფორმაში იყო გუნდი ჰავხევთ ორად
KA
03 სექტემბერი 2020 22:51
1
მაკარონი მეგრელების ძველისძველი ეთნო დასახელებაა,ვინც იცის იცის,ეს მათთვის ვინც არ იცის
ბაჩი
03 სექტემბერი 2020 22:26
7
რა გინდა, შვილო, შენ პატრონი არ გყავს???
ეჰეი ადმინ
03 სექტემბერი 2020 23:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული