6 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში 10 მატჩი გაიმართა.
უკანასკნელ ხანს დიდებულად მოასპარეზე უკრაინის ნაკრებს ესპანეთმა 32 წუთში მოუთავა საქმე. დუბლი სერხიო რამოსმა შეასრულა. ის 23 გოლით „ფურია როხას“ ბომბარდირებში მე-8 ადგილზეა. მესამე გოლი პიატოვს 17 წლის ფატიმ გაუტანა და ესპანეთის ნაკრებში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. შეხვედრის დასასრულს სტუმრების კარი ტორესმაც დალაშქრა და 4:0 გაიმარჯვეს.
ასე შეწყდა ანდრეი შევჩენკოს გუნდის 12-მატჩიანი წაუგებელი სერია - 8 მოგება და 4 ფრე.
გერმანიის ნაკრები სტუმრად ფრეს (1:1) დასჯერდა შვეიცარიასთან. აღსანიშნავია, რომ
შვეიცარიას სასტარტოში ბუნდესლიგის 6 წარმომადგენელი ჰყავდა, გერმანიას კი - 3. გერმანიის ნაკრებმა ტურნირზე უკანასკნელი 6 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 4 ფრე და 2 წაგება.
უელსმა ბულგარეთს კომპენსირებულ დროში უილიამსის გოლით 1:0 სძლია - უელსმა 2003 წლის შემდეგ პირველად იზეიმა ზედიზედ 3 გამარჯვება.
ფინეთმა გასვლაზე სენსაციურად, 1:0 მოუგო ირლანდიას - შეცვლაზე შესვლიდან 16 წამში გოლი იენსენმა 64-ე წუთზე გაიტანა.
ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში გასულმა კოსოვომ გასულ ტურში მოლდოვასთან ფრეს ძლივს მიაღწია (1:1), ამჯერად კი საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა.
ლიგა A. 4 ჯგუფი
ესპანეთი - უკრაინა 4:0
გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (3, პენ), 2:0 სერხიო რამოსი (29), ფატი (32), 4:0 ფერან ტორესი (84)
შვეიცარია - გერმანია 1:1
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (14), 1:1 ვიდმერი (58)
უნგრეთი - რუსეთი 2:3
გოლები: 0:1 ანტონ მირანჩუკი (16), 0:2 ოზდოევი (34), 0:3 ფერნანდესი (46), 1:3 სალაი (62), 2:3 ნიკოლიჩი (70)
სერბეთი - თურქეთი 0:0
გაძევება: კოლაროვი (50)
ლიგა B. 4 ჯგუფი
უელსი - ბულგარეთი 1:0
გოლი: უილიამსი (90+4)
დუბლინი. „ავივა“
ირლანდია - ფინეთი 0:1
გოლი: იანსენი (64)
ლიგა C. 3 ჯგუფი
სლოვენია - მოლდოვა 1:0
გოლი: ბოჰარი (28)
პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საბერძნეთი 1:2
გოლები: 0:1 ლიმნიოსი (2), 0:2 ციოვასი (51), 1:2 ბერიშა (82)
ანდორა - ფარერები 0:1
გოლი: კ. ოლსენი (30)
ტაქალი. „ნასიონალი“
მალტა - ლატვია 1:1
გოლები: 1:0 ნვოკო (15), 1:1 გუილამიერი (25, საკ. კარში)
ტაქალი. „ნასიონალი“
მალტა - ლატვია 1:1
გოლები: 1:0 ნვოკო (15), 1:1 გუილამიერი (25, საკ. კარში)