ერთა ლიგა. I ტური: ინგლისმა, ბელგიამ და საფრანგეთმა იმარჯვეს - პორტუგალიამ ხორვატია გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრების C2 ჯგუფის გარდა, მატჩები კიდევ 4 ჯგუფში ჩატარდა.

ინგლისმა დაძაბული მატჩის კომპენსირებულ დროში სტერლინგის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით 1:0 დაამარცხა სტუმრად ისლანდია.

ბელგიამ კურტუასა და ედენ აზარის გარეშე 2:0 მოუგო გასვლაზე დანიას.

პორტუგალიას ვერ დაეხმარა თავდამსხმელი რონალდო, რომელსაც ფუტკარმა უკბინა, მაგრამ მის გარეშეც ადვილად გაუსწორდა ხორვატიას 4:1. ფელიქსმა ეროვნულ გუნდში პირველად გაიტანა.

საფრანგეთმა მბაპეს გოლით სტუმრად 1:0 სძლია შვედეთს. ფრანგებმა მეტოქის კარში პირველად 41-ე წუთზე დაარტყეს და გაიტანეს კიდეც. გრიზმანმა ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ თერთმეტმეტრიანიდან ბურთი
კარს გადააცილა - ეს ნაკრებში მის მიერ გაცუდებული ზედიზედ მესამე პენალტია.

ლიგა A. 2 ჯგუფი

რეიკიავიკი. „ლაუგარდარსვოლიური“
ისლანდია - ინგლისი 0:1
გოლი: სტერლინგი (90+1, პენ)
გაძევება: უოკერი (70, ინგლისი), ინგასონი (89, ისლანდია)


კოპენჰაგენი. „ტელია პარკენი“
დანია - ბელგია 0:2
გოლები: 0:1 დენაიერი (9), 0:2 მერტენსი (76)

ლიგა A . 3 ჯგუფი

პორტუ. „დრაგაო“
პორტუგალია - ხორვატია 4:1
გოლები: 1:0 კანცელო (41), 2:0 ჟოტა (58), 3:0 ფელიქსი (70), 3:1 პეტკოვიჩი (90+1), 4:1 ანდრე სილვა (90+4)


სოლნა. „ფროინდს არენა“
შვედეთი - საფრანგეთი  0:1
გოლი: მბაპე (41)
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (90+5)

ლიგა C. 1 ჯგუფი

ბაქო. „ოლიმპია“
აზერბაიჯანი - ლუქსემბურგი 1:2
გოლები: 1:0 სეიდაევი (43), 1:1 ბარეირო (48), 1:1 როდრიგესი (72, პენ)
გაძევება: ემრელი (29, აზერბაიჯანი)

ნიქოზია. " Neo GSP"
კვიპროსი - მონტენეგრო 0:2
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (60), 0:2 იოვეტიჩი (73)

ლიგა D. 2 ჯგუფი

გიბრალტარი. „ვიქტორია“
გიბრალტარი - სან მარინო 1:0
გოლი: ტორილა (42)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ინგლისს გაუმართლა თორე ჩემ ხაჭაპურს მოიგებდა.რა პენალი გააფუჭა ისლანდიამ.
მართა ლი
13:59 06-09-2020
1

სიახლეები პოპულარული