ერთა ლიგა. II ტური: ესპანეთმა უკრაინა არ დაინდო - გერმანია და შვეიცარია დაზავდნენ, კოსოვოს საბერძნეთმა სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს, ერთა ლიგის მეორე ტურში 10 მატჩი გაიმართა.

უკანასკნელ ხანს დიდებულად მოასპარეზე უკრაინის ნაკრებს ესპანეთმა 32 წუთში მოუთავა საქმე. დუბლი სერხიო რამოსმა შეასრულა. ის 23 გოლით „ფურია როხას“ ბომბარდირებში მე-8 ადგილზეა. მესამე გოლი პიატოვს 17 წლის ფატიმ გაუტანა და ესპანეთის ნაკრებში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. შეხვედრის დასასრულს სტუმრების კარი ტორესმაც დალაშქრა და 4:0 გაიმარჯვეს.

ასე შეწყდა ანდრეი შევჩენკოს გუნდის 12-მატჩიანი წაუგებელი სერია - 8 მოგება და 4 ფრე.

გერმანიის ნაკრები სტუმრად ფრეს (1:1) დასჯერდა შვეიცარიასთან. აღსანიშნავია, რომ
შვეიცარიას სასტარტოში ბუნდესლიგის 6 წარმომადგენელი ჰყავდა, გერმანიას კი - 3. გერმანიის ნაკრებმა ტურნირზე უკანასკნელი 6 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო - 4 ფრე და 2 წაგება.

უელსმა ბულგარეთს კომპენსირებულ დროში უილიამსის გოლით 1:0 სძლია - უელსმა 2003 წლის შემდეგ პირველად იზეიმა ზედიზედ 3 გამარჯვება.

ფინეთმა გასვლაზე სენსაციურად, 1:0 მოუგო ირლანდიას - შეცვლაზე შესვლიდან 16 წამში გოლი იენსენმა 64-ე წუთზე გაიტანა.

ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში გასულმა კოსოვომ გასულ ტურში მოლდოვასთან ფრეს ძლივს მიაღწია (1:1), ამჯერად კი საბერძნეთთან 1:2 დამარცხდა.

ლიგა A. 4 ჯგუფი

მადრიდი. „დი სტეფანო“
ესპანეთი - უკრაინა 4:0
გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (3, პენ), 2:0 სერხიო რამოსი (29), ფატი (32), 4:0 ფერან ტორესი (84)

ბაზელი. „სანკტ იაკობი“
შვეიცარია - გერმანია 1:1
გოლები: 0:1 გიუნდოგანი (14), 1:1 ვიდმერი (58)

ლიგა B. 3 ჯგუფი

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
უნგრეთი - რუსეთი 2:3
გოლები: 0:1 ანტონ მირანჩუკი (16), 0:2 ოზდოევი (34), 0:3 ფერნანდესი (46), 1:3 სალაი (62), 2:3 ნიკოლიჩი (70)

ბელგრადი.“რაიკო მიტიჩი“
სერბეთი - თურქეთი 0:0
გაძევება: კოლაროვი (50)

ლიგა B. 4 ჯგუფი

კარდიფი. „კარდიფ სიტი“
უელსი - ბულგარეთი 1:0
გოლი: უილიამსი (90+4)

დუბლინი. „ავივა“
ირლანდია - ფინეთი 0:1
გოლი: იანსენი (64)

ლიგა C. 3 ჯგუფი

ლიუბლიანა. „სტოზიცე“
სლოვენია - მოლდოვა 1:0
გოლი: ბოჰარი (28)

პრიშტინა. „ფადილ ვოკრი“
კოსოვო - საბერძნეთი 1:2
გოლები: 0:1 ლიმნიოსი (2), 0:2 ციოვასი (51), 1:2 ბერიშა (82)

ლიგა D. 1 ჯგუფი

ანდორა. „ნასიონალი“
ანდორა - ფარერები 0:1
გოლი: კ. ოლსენი (30)

ტაქალი. „ნასიონალი“
მალტა - ლატვია 1:1
გოლები: 1:0 ნვოკო (15), 1:1 გუილამიერი (25, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერავინ დამაჯერებს,რომ ესპანეთი ამდენად ძლიერია უკრაინაზე.რაც აქ გამოჩნდა,ესპანელებს,8-9 გოლის გატანაც თავისუფლად შეეძლოთ.ჩემპიონატი არც უკრაინაში და არც ესპანეთში არ გახურებულა და ვერც ფორმაში მეტ ნაკლებობას დავაბრალებთ.ალბათ მაინც ფსიქოლოგიაც ჩაერთო,თორემ შვეიცარიასთან თამაშის გამო,პირველ ნახევარ საათშიც არ ჰქონდათ ძალები?არადა ესპანელებმა ნახევარ საათში მოითავეს საქმე და კიდევ რამდენიმეს გასატანადაც ვალდებულები იყვნენ.დაღლილობა,მეორე ტაიმში იჩენს ხოლმე თავს.უკრაინელებს კი პირველ რიგში ფიზიკური მომზადება აქვთ სათანადო დონეზე.ძალიან ცუდად გამოიყურებოდა გერმანიაც.რამდენიც შვეიცარიას კარში დარტყმის საშუალება მისცეს,კარგი ნაკრები,არავის არ უნდა აძლევდეს.
სოსო
10:56 07-09-2020
0
უკრაინის დიდი ანგარიშით წაგება გამიკვირდა. რელაურად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ძლიერი ნაკრები ყავს.
ჰმმ...
17:35 07-09-2020
0

სიახლეები პოპულარული