ერთა ლიგა. II ტური: რონალდო დუბლით და სუპერრეკორდით დაბრუნდა - ბელგიამ და საფრანგეთმა იმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრების C2 ჯგუფის გარდა, მატჩები კიდევ 4 ჯგუფში ჩატარდა.

ბელგია ისლანდიასთან თავიდან კი აგებდა, მაგრამ შემდეგ 5 უპასუხო გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ინგლისმა გასვლაზე დანიის დამარცხება ვერ შეძლო - 0:0.

საფრანგეთმა საკუთარ მოედანზე 4:2 მოუგო ხორვატიას.

პორტუგალიამ 2:0 სძლია შვედეთს. რონალდომ, რომელმაც პირველი ტური ინფექციის გამო გამოტოვა, დაბრუნდა და დუბლი შეასრულა. მან ნაკრებში 101 გოლი გაიტანა და ირანელი ალი დაეის მსოფლიოს რეკორდამდე 8 გოლი უკლია.

ლიგა A. 2 ჯგუფი

ბრიუსელი. “მეფე ბოდუენი“
ბელგია - ისლანდია
5:1
გოლები: 0:1 ფრიდიონსონი (10), 1:1 ვიტსელი (13), 2:1 ბატშუაი (17), 3:1 მერტენსი (50), 4:1 ბატშუაი (69), 5:1 დოკუ (80)


კოპენჰაგენი. „ტელია პარკენი“
დანია - ინგლისი 0:0

ლიგა A. 3 ჯგუფი

პარიზი.“სტად დე ფრანსი“
საფრანგეთი - ხორვატია 4:2
გოლები: 0:1 ლოვრენი (16), 1:1 გრიზმანი (43), 2:1 ლივაკოვიჩი (45+1, საკ. კარში), 2:2 ბრეკალო (55), 3:2 უპამეკანო (65), 4:2 ჟირუ (77, პენ)


სოლნა. „ფროინდს არენა“
შვედეთი - პორტუგალია 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (45), 0:2 რონალდო (72)
გაძევება: სვენსონი (44)


ლიგა C. 1 ჯგუფი

ნიქოზია. " Neo GSP"
კვიპროსი - აზერბაიჯანი 0:1
გოლი: მედვედევი (29)

ლუქსემბურგი. „ჟოზე ბარტელი“
ლუქსემბურგი - მონტენეგრო 0:1
გოლი: ბეჩირაი (90+2, პენ)

ლიგა D. 2 ჯგუფი

სან-მარინო. „ოლიმპიკო“
სან მარინო - ლიხტენშტაინი 0:2
გოლები: 0:1 ჰასლერი (3, პენ), 0:2 ფრიკი (14)

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგის ფიზიკურ მდგომარეობას როგორც ექიმები აფასებენ მაღალ დონეზე 3-4 წელი ყველა ვარიანტში ითამაშებს თან ხასიათში წარმატების და გამაჯვებისკენ სწრაფვა.120- 125 ბურთამდე მიაღწევს. თან ულამაზესი ბურთები გაიტანა.
მგონი მართლა მანქანაა აწყობილი
19:22 09-09-2020
0
ხვედელიძე მაგარია :)) დაეის რეკორდსაც მიწვდება ეგ.
შეტევა
11:04 09-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული