საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე სომხეთმა ესტონეთს 2:0 მოუგო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე C2 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, სომხეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესტონეთს 2:0 მოუგო.

პირველ ტურში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხებული სომხეთის ნაკრები ესტონეთთან დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის ეროვნულ გუნდს კვლავ ვერ დაეხმარა მისი ლიდერი მხითარიანი.

11 ოქტომბერს, მესამე ტურში სომხეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
სომხეთი - ესტონეთი 2:0
გოლები: 1:0 კარაპეტიანი (43), 2:0 ანგულო (65)

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაკედონიას გასვლას მოუგებთ
ლაშა
20:28 09-09-2020
1
სომხებთან 4 ქულაც კარგია, აწი მთავარია მაკედონიასთან არ წავაგოთ გასვლაზე.
გოგა
16:48 09-09-2020
1

სიახლეები პოპულარული