კარგი შესრულება - მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატზე მეექვსე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის ჩემპიონატზე გიორგი მიქაუტაძემ მეექვსე გოლი გაიტანა.

19 წლის მიქაუტაძის "სერენი" მეოთხე ტურში სტუმრად 2:3 დამარცხდა "უნიონთან". გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, 59-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახადა, თუმცა მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. არადა, მოგების შემთხვევაში "სერენი" ერთპიროვნულად გალიდერდებოდა.

მიქაუტაძე საფრანგეთის მოქალაქეა და "მეციდან" "სერენშია" განათხოვრებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მახვილი კუთხიდან კარგად ურტყამს, წინა თამაშში მეორე მხრიდან გაიტანა. ასეთ შესრულებას ნამდვილად დონე სჭირდება.
ლაშა
16:11 21-09-2020
0
საქართველოს მოქალაქეობისმინიჭება საჭიროა იმიტომ რომ ამჟამად არგვყავს გოლზე ორიენტირებული თავდამსხმელი ისეთი როგორიც იყო შენგელია ამ ყმაწვილს აქვს ესეთი თვისება და საერთოთ მე მიმაჩნია რომ ყველა ქართველი მარგალიტების შესაგროვბელია
იბერიელი68
12:16 20-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული