უკრაინის ნაკრების მცველი: რუსეთი მტერია, მაგრამ იქ სათამაშოდ წავედი

AutoSharing Option
"შახტარისა" და უკრაინის ნაკრების მცველმა ბოგდან ბუტკომ 2015-16 წლებში რუსეთის "ამკარში" თამაშის შესახებ "იუთუბის" არხ Do Best-ზე ისაუბრა.

- რატომ დატოვეთ "მარიუპოლი"?
- ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა წასვლა დაიწყეს. გუნდის დონემ დაცემა დაიწყო. მივხვდი, რომ ფორმის შესანარჩუნებლად სხვა გუნდში უნდა გადავსულიყავი.

კარგი ვქენი, რომ წავედი. თუნდაც ეს რუსეთი იყოს, რომელსაც მტრად ვთვლი. თუმცა იმ მომენტში ფეხბურთის სათამაშოდ წავედი.

- როგორ აღიქვამენ ახლა შენ გამგზავრებას?
- შესაძლოა, ზურგსუკან რაღაც სიტუაციები ხდება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ცუდი არაფერი მომხდარა. ვისაც ვიცნობ, ყველამ ნორმალურად, ადეკვატურად აღიქვა.

-
ახლა წახვიდოდი რუსეთში?
- არა.

- ეს ზეწოლაა იმის გამო, რომ შევჩენკო ნაკრებში არ გიხმობს? თუ შინაგანია?
- ამაზე საუბრის აზრს საერთოდ ვერ ვხედავ, რადგან კიევში ვიმყოფები, "შახტართან" კონტრაქტი მაკავშირებს, ამიტომ აქ თამაში მსურს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული