მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ბელგიას იპყრობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე 5:2 დაამარცხა "ლიერსი".

19 წლის მიქაუტაძემ ამჯერად ჰეთ-თრიკი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 9 გოლია. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის ლიდერია - ნამატჩევს გასახდელში მაგიდაზე ავიდა, პარტნიორები შემოიკრიბა და თქვენი მოწონებულიც წაუცეკვა.

"სერენი" კი გალიდერდა და ვინძლო ბელგიის უმაღლეს დივიოზიონში აღზევდეს, თუმცა იქამდე ალბათ, გიორგის "მეცი" დაიბრუნებს, რომელსაც იჯარის წესით ჰყავს გაშვებული.

მიქაუტაძე ტურნირის ბომბარდირია, მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს 5 გოლით უსწრებს.

ისე, ეს ყმაწვილი დასაკ
არგი არ არის და ვიდრე ფრანგებს ასაკობრივ ნაკრებში არ უხმიათ, დროა, საქართველოს ახალგაზრდულში გამოიძახონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კულტურულად თავაზიანად გვითხრა რომ ამ ეტაპზე არ ფიქრობს საქართველოს ნაკრებში თამაშზე და მართალიცაა,მოქალაქეობის შეცვლამ (მათ სორის ორმაგმა მოქალაქეობამაც) შესაძლოა ხელი შეუშალოს კარიერის განვითარებაში, თუ მეცში დაბრუნდება და ისევე ითამაშებს როგორც ბელგიაში დიდი შანსია რომ მეტ წარმატებას მიაღწიოს და სახელი მოიხვეჭეს. აი მერე იმედია არ იტყვის საქართველოს ნაკრებზე უარს, თან იმ ფონზე რომ საფრანგეთის ნაკრებში ბევრად დიდი კონკურენციაა და არ მგონია მბამპე, გრიზმანი ან და თუნდაც ლაკაზეტის კონკურენტი გახდეს.
semi
10:38 29-09-2020
0
მაგარი ბიჭია!!!
დათო
15:36 28-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული