ბელგიის პირველი ლიგის მე-6 ტურში "სერენმა" საკუთარ მოედანზე "ბრიუგე II" 6:1 დაამარცხა და ისე როგორ იქნებოდა, 19 წლის გიორგი მიქაუტაძეს არ გამოეჩინა თავი.
მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. გიორგი მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს უკვე 8 გოლით უსწრებს.
"სერენი" 12 ქულით ლიდერია და 18 სექტემბერს ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სტუმრად "მოლენბეკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 11 ოქტომბერს თასზე "ბლანკენბერგს" უმასპინძლებს.
19 წლის ფეხბურთელი, რომელიც თავის კარიერას ახლა იწყებს საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა ახლა გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის საფრანგეთში სადაც ჯერ საკუთარ კლუბში (მეცში) არ დაუწყია თამაში და განათხოვრებულია ბელგიაში.
იმედი მაქვს ასეთი კარგი თამაშის მერე მეცი ზამთარშივე დაიბრუნებს და ძირითადში დაყენებს იმედი მაქვს როცა საკლუბო კარიერას დალაგებს მერე ჩამოვა საქართველოს ნაკრებში,თუმცა ეს ბიჭი ისე თამასობს, რომ ლიგა 1 შიც თუ ასე ითამაშა საფრანგეთის ნაკრებშიც დაუძახებენ, თუმცა ჩვენ რათქმაუნდა საქართველოს ნაკრებში გვინდა.
წარმატებები მიქაუტაძეს და იმედი მაქვს მომავალში ვიხილავ მას საქართველოს ნაკრებში.