მიქაუტაძეს ვერ აჩერებენ - ქართველმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პირველი ლიგის მე-6 ტურში "სერენმა" საკუთარ მოედანზე "ბრიუგე II" 6:1 დაამარცხა და ისე როგორ იქნებოდა, 19 წლის გიორგი მიქაუტაძეს არ გამოეჩინა თავი.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და 12 გოლით ტურნირის ბომბარდირია. გიორგი მეორე ადგილზე მყოფ "მოლენბეკის" სომეხ თავდამსხმელ ივან იაგანს უკვე 8 გოლით უსწრებს.

"სერენი" 12 ქულით ლიდერია და 18 სექტემბერს ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სტუმრად "მოლენბეკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 11 ოქტომბერს თასზე "ბლანკენბერგს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 35 /
კობიაშვილი,რა გჭირს ტოოო?
მალხაზ ჯობავა
03 ოქტომბერი 2020 11:31
4
წარმოიდგინეთ, რომ გიორგის არაფერი აკავშირებს საფრანგეთთან და არც მოქალაქეა ამ ქვეყნის. ასე თუ გააგრძელებდა მთელი ბელგია გაიცნობდა სეზონის ბოლომდე და მიიპყრობდა იუპერლიგის(უმაღლესი ლიგა) საშუალო დონის და მაღალი დონის გუნდების ყურადღებას. და თუ ზედა დონეზეც გაამართლებდა ავანსებს, უკვე სულ სხვა დონის ლიგის გუნდები მიიწვევდნენ. ვისაც გონია,რომ ველგიის პირველი ლიგიდან ვერ აიწყობს ფეხბურთელი კარიერას, ძალიან ცდება... იქ მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ნუთუ არ შეგიძლიათ, ქართველო ნიჭიერო ფეხბურთელებო, კარიერაში ერთხელ მაინც მოეკიდოთ საქმეს სერიოზულად? ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ უმეტეს ნაწილზე რა თქმა. ახლა უკვე დაფირდება ეს კაცი აქ ითამაშებს თუ იქ, რადგან ასე თუ გააგრძელა სულ პროქსიმუს ლიგაში არ ითამაშებს
ვუ ჰალი
03 ოქტომბერი 2020 11:01
1
ქ-ნო სალომე!!! სასწრაფოდ დაუკავშირდით გიორგის, და შესთავაზეთ და მიანიჭეთ საქართველოს მოქალაქეობა!!! დრო არ ითმენს...
tngh
03 ოქტომბერი 2020 10:57
6
ძალიან მაგარი ბიჭია,უნდა მოვიწვიოთ,თუმცა ამ საკითხს ცოტა დელიკატურად უნდა მივუდგეთ და არა სუფთა ქართულად.ბიჭი უცხოეთშია დაბადებულ გაზრდილი.
sake
03 ოქტომბერი 2020 10:57
1
ნაკრებში დროზე ! გამოიძახეთ გაუგზავნეთ მიწვევა! სასწრაფოდ !
krazana
03 ოქტომბერი 2020 10:34
2
გაანებეთ მაგ კაცს თავი... იყოს წარმატებული სხვა ქვეყანაში... თუნდაც სხვა ქვეყნის სახელით... და გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ ისეთს და იქ სადაც იქნება და გვასახელებს. მთავარია იყოს კარგი ადამიანი....
მიქაუტაძე
03 ოქტომბერი 2020 10:26
12
აქაც რო გვეტოლებ-გვეჯიბრებიან ეს სომხები
ვახო
03 ოქტომბერი 2020 10:20
4
ეჰ ესე იყო აკაკი გოგიაზეც,რომელიც უკვე 28 წლისაა და არაფერი გამოვიდა. ასე იქნება მიქუტაძეზეც. ვინც უკვე ითამაშა ნაკრებში და უარზეც არ არის - ლუკა ჰუფნაგელია, რომელსაც აღარც უხმობენ ნაკრებში. არადა ანანიძესთან და ჩაკვეტაძესთან ერთად კიდევ ერთი მოაზროვნე ფეხბურთელია, რომელსაც მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს.
გუნდისთავი
03 ოქტომბერი 2020 10:14
7
ე, ბიჯო, ფედერაციასაც აჩვენეთ ეს სტატია!!!
buba
03 ოქტომბერი 2020 09:27
3
ვფიქრობ ,რომ ამ ეტაპზე მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში რომც მოიწვიონ არ ჩამოვა,რადგან ჯერ საკლუბო კარიერა აქვს დასალაგებელია ბევრი რამ აქვს კიდე დასამტკიცებელი.
19 წლის ფეხბურთელი, რომელიც თავის კარიერას ახლა იწყებს საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა ახლა გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის საფრანგეთში სადაც ჯერ საკუთარ კლუბში (მეცში) არ დაუწყია თამაში და განათხოვრებულია ბელგიაში.
იმედი მაქვს ასეთი კარგი თამაშის მერე მეცი ზამთარშივე დაიბრუნებს და ძირითადში დაყენებს იმედი მაქვს როცა საკლუბო კარიერას დალაგებს მერე ჩამოვა საქართველოს ნაკრებში,თუმცა ეს ბიჭი ისე თამასობს, რომ ლიგა 1 შიც თუ ასე ითამაშა საფრანგეთის ნაკრებშიც დაუძახებენ, თუმცა ჩვენ რათქმაუნდა საქართველოს ნაკრებში გვინდა.
წარმატებები მიქაუტაძეს და იმედი მაქვს მომავალში ვიხილავ მას საქართველოს ნაკრებში.
გიორგი
03 ოქტომბერი 2020 09:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული