ჩრდილოეთ მაკედონიამ კოსოვოს სძლია და თბილისში გამოემგზავრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კოსოვო 2:1 დაამარცხა და ფინალში თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ბელარუსის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ მაკედონიას უკვე უკეთესად იცნობენ, იციან, ამ გუნდს რა შეუძლია და როგორ ეთამაშონ.

სკოპიე. "ფილიპ II"
ჩრდ. მაკედონია - კოსოვო 2:1
გოლები: 1:0 კოლოლი (15, საკ. კარში), 1:1 ჰადერჟონაი (29), 2:1 ველკოვსკი (33)

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა უღიმღამო მიმოხილვა... კადრებიც სოფლის კლუბში ნაკერ კინოს რომ აჩვენებდნენ 50 წლის უკან... ჩვენი პირდაპირი ბოლო ბარიერია! თქვენ მთქნარებით და ზანტად გვაწვდით მასალას... არ გეკადრებათ თქვენ! არ გვეკადრება ჩვენ!
გია
14:10 10-10-2020
0
კოსოვოსთან ძალიან გაუმართლა მაკედონიას, მართლაც სახლის გუნდია, თუ მაყურებელიც იქნება დინამოზე მთლად კარგი, თუ მაკედონიას ვერ უგებ მაშინ ევროპაზე ვის უნდა მოუგო? მჯერავს ჩვენი ნაკრების, წარმატებას ვუსურვებ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული