"ბაიერნის" ფეხბურთელებმა სოლიდური თანხა მოიგეს

AutoSharing Option
"მიუნხენის ბაიერნის" ფეხბურთელებმა ლეონ გორეტსკამ და იოზუა კიმიხმა who wants to be a millionaire-ის გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა. 

"რეკორდმაისტერის" ნახევარმცველებმა თამაშს თავი შესანიშნავად გაართვეს და 64 000 ევროც მოიგეს.

ეს თანხა კიმიხმა და გორეტსკამ საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მათ ორგანიზაცია WEKICKCORONA დააფუძნეს და აქტიურად ცდილობენ, კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ საავადმყოფოებს.

მათთან ერთად ამ გადაცემაში მონაწილეობდნენ "ბაიერნის" მცველი ზულე და "ლაიპციგის" ფეხბურთელი კლოსტერმანი.

როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელებს სათამაშო კლასთან ერთად ინტელექტიც მაღალ დონეზე აქვთ.

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
...ზღვას ემატებოდესო!...
buba
12:00 14-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული