0:13 - "ვენლომ" შეიძლება დაუნდობლობისათვის "აიაქსს" უჩივლოს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-6 ტურში "აიაქსმა" გასვლაზე "ვენლო" 13:0 გაანადგურა. ეს ამ ლიგის რეკორდია - აქამდე ყველაზე დიდი ანგარიშით 1972 წელს "აიაქსმა" "ვიტესს" 12:1 სძლია.

გოლები ლასანა ტრაორემ (5), იურგენ ეკელენკამპმა (2), კლას-იან ჰუნტელაარმა (2) ენტონიმ, დუშან ტადიჩმა, დეილი ბლინდმა და ლისანდრო მარტინესმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 52-ე წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, როდესაც ანგარიში 0:4 იყო.

გულშემატკივრები ხუმრობენ, რომ ფეხბურთელების უგულოდ აღზრდისა და დაუნდობლობლისათვის "ვენლომ" შეიძლება "აიაქსს" უჩივლოს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ღორობაა ლიგის წინ ასეთი ანგარიშით მოგება,რა ძალი ედგათ,აგერ ატალანტამ სახლში წააგო,ანუ ძალები დაზოგა და დასჯის აიაქსს ალბათ.
master
01:00 25-10-2020
6
Au raaigadavee :(
Batumi1984
22:36 24-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული