მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატზე მე-15 გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც 31 ოქტომბერს 20 წლისა გახდა, ბელგიაში კვლავ გამოიჩინა თავი.

1В დივიზიონის მე-9 ტურში მისი გუნდი საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 1:3 დამარცხდა "ლიერსთან". მასპინძელთაგან კი ერთადერთი გოლის ავტორი მიქაუტაძე იყო. მან ტურნირზე 15 გოლი გაიტანა, ბომბარდირია და მეორე ადგილზე მყოფ “უნიონის” ფორვარდ დანტე ვანზეირს 6 გოლით უსწრებს.

რაც შეეხება "სერენს", "ლიდერ "უნიონს" 2 ქულით ჩამორჩება და 22 ნოემბერს სტუმრად "ვესტერლოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეცი სავარაუდოთ ზამთარშივე დაიბრუნებს ისეთი შედეგები აქვს მაგრამ დღემდე ვერ გავერკვიე მე რიგითი გულშემატკივარი ეს ბიჭი ჩამოდის ნაკრებში? არ ჩამოდის ან საერთოდ განიხილება ეს საკითხი და თუ განიხილება რა ეტაპზეაა იქნებ გარკვიოთ ეს თემა უფრო აქტიურად.
ზურა
02:53 08-11-2020
0
საქართველოს მოქალაქეობის და ნაკრებში თამაშის სურვილი, უპირველესად გიორგი მიქაუტაძესგან უნდა მოდიოდეს. შეთავაზება საქართველოდან აქვს. პასუხი მისგან უნდა მივიღოთ...
tngh
13:19 08-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული