თავდამსხმელი კარლოს ტევესი ფეხბურთის თამაშისთვის თავის დანებებას აპირებს.
36 წლის არგენტინელი კარიერას ლიბერტადორესის თასის შემდეგ დაასრულებს.
ამ ტურნირის ფინალი 2021 წლის 21 იანვარს უნდა გაიმართოს, ტევესის "ბოკა ხუნიორსი" კი 1/8-ფინალში "ინტერნასიონალს" შეხვდება.
ტევესი "მანჩესტერ სიტიში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "იუვენტუსში" ასპარეზობითაა ცნობილი.