არგენტინული "კლარინის" ცნობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა. 60 წლის მარადონას გული გაუჩერდა.
ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს უკანასკნელ ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებოდა, 4 ნოემბერს კი თავის ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის სახლში 11 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს.
დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონას","ნაპოლის", "სევილიასა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" ღირსებას იცავდა. კლუბებში 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში - 91 მატჩში 34 გოლი.
ტრაურში ალბათ გლოვას გულისხმობდით.
მე ის ბედნიერი კაცი ვარ, ვისაც დიეგოს ჩატარებული ყველა მუნდიალი გუშინდელი დღესავით ახსოვს. არგენტინის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გენიოსებს ეროვნება არა აქვთ, ისინი კაცთა მოდგმის ისტორიას წერენ. საოცრებაა დრო: ვიღაც ფუნჯს უსვამდა, ვიღაც ჩუქურთმას ჭრიდა, ვიღა მღეროდა, ვიღაც ომობდა, ვიღაც ლოცულობდა და ვიღაც დროს ძერწავდა... და დიეგო? დიეგო ბურთს აგორებდა... მადლობა დიეგო....