დიეგო მარადონა გარდაიცვალა

AutoSharing Option
არგენტინული "კლარინის" ცნობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა. 60 წლის მარადონას გული გაუჩერდა.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს უკანასკნელ ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებოდა, 4 ნოემბერს კი თავის ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის სახლში 11 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს.

დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონას","ნაპოლის", "სევილიასა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" ღირსებას იცავდა. კლუბებში 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში - 91 მატჩში 34 გოლი.

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
მშვიდად განისვენე დიეგო! შენ საუკეთესო იყავი საუკეთესოთა შორის!! მადლობა ჩემი ბავშვობის ტკბილი საფეხბურთო მოგონებებისთვის..
გიგა
25 ნოემბერი 2020 23:44
1
მარადონა... რა მაგარი უნდა იყო, რომ ეს "თანწყობა", სამარადჯამოდ გააიგივო ფეხბურთთან. - თამაშთან, რომელიც მილიონობით ადამიანს აერთიანებს. დიახ! ის გარდაიცვალა. მხოლოდ ფერი იცვალა და ის არასოდეს არ მოკვდება. ის ყოველთვის ცოცხალი იქნება, სანამ ჩვენ ვიქნებით. მადლობა ლეგენდავ
ირაკლი
25 ნოემბერი 2020 23:43
0
წავიდა მარადონა და თითქოს ბურთი გაჩერდა! აცხონოს უფალმა!
ვახო...
25 ნოემბერი 2020 23:10
0
თითქოს ჩემი ბავშვობის ეპოქის მოგონების რაღაც ნაწილი დასრულდა...
buba
25 ნოემბერი 2020 23:08
1
მარადონა ფეხბურთის ლომი იყო და ძალიან ბევრი თამაში ნაპოლიში და არგენტინის ნაკრებში როგორც იტყვიან მარტოს აქვს მოგებული.საშუალო ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახადა და თან ევროპის თასიც მოაგებინა.ასევე დიდი ღვაწლი აქვს არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებაში მსოფლიოზე და ასევე ფინალში გაყვანაზე.გთხოვთ დღეს მაინც ნუ დაწერთ მის უარყოფით მხარეებზე პირად ცხოვრებაში.
უ ფ ა ლ ო შ ე ი წ ყ ა ლ ე. ამაშია საქმე
25 ნოემბერი 2020 22:37
0
"გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი ტრაური გამოცხადდა"

ტრაურში ალბათ გლოვას გულისხმობდით.
ტრაური
25 ნოემბერი 2020 21:54
1
არ გარდაცვლილა,ის ყოველთვის ჩვენს გულებში იცოცხლებს
AD10S
25 ნოემბერი 2020 20:59
0
ეპოქა დასრულდა დიდი! ღმერთმა აცხონოს, თუ ვინმეს ავნო ყველაზე მეტად საკუთარ თავს.
jjj
25 ნოემბერი 2020 21:51
0
მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემო პატარა ძმებო, ვისაც ფეხბურთი გიყვართ... გუშინ ფეხბურთი მოკვდა და ხვალ თუ ფეხბურთი ისევ იცოცხლებს, და უეჭველია, რომ იცოცხლებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ რომ მოკვდა, ისეთები არ კვდებიან. ფეხბურთში ისეთებს არ ვგულისმობ. ფებურთში ისეთი ჯერ არ დაბადებულა. შეიძლება დაიბადოს ასი ან ხუთასი წლის შემდეგ, მაგრამ ვისაც დიეგო მოედანზე უნახავს, იმან წუხელ ფებურთიც გამოიტირა, ალალად, კაცურად...
მე ის ბედნიერი კაცი ვარ, ვისაც დიეგოს ჩატარებული ყველა მუნდიალი გუშინდელი დღესავით ახსოვს. არგენტინის გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გენიოსებს ეროვნება არა აქვთ, ისინი კაცთა მოდგმის ისტორიას წერენ. საოცრებაა დრო: ვიღაც ფუნჯს უსვამდა, ვიღაც ჩუქურთმას ჭრიდა, ვიღა მღეროდა, ვიღაც ომობდა, ვიღაც ლოცულობდა და ვიღაც დროს ძერწავდა... და დიეგო? დიეგო ბურთს აგორებდა... მადლობა დიეგო....
ლაშა
26 ნოემბერი 2020 09:49
1
იყვნენ მანამდეც ლეგენდები,არიან ახლაც, იქნებიან მომავლშიც,მაგრამ ჩემთვის მარადონა თვითონ ფეხბურთია და ფეხბურთი მარდონაა!
gia jashi
25 ნოემბერი 2020 22:50
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული