დიეგო მარადონა გარდაიცვალა

AutoSharing Option
არგენტინული "კლარინის" ცნობით, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ქალაქ ტიგრეში გარდაიცვალა. 60 წლის მარადონას გული გაუჩერდა.

ფეხბურთის უგვირგვინო მეფეს უკანასკნელ ხანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ხშირად ექმნებოდა, 4 ნოემბერს კი თავის ტვინში სისხლის გაჟონვა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის სახლში 11 ნოემბერს გაწერეს, მაგრამ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო ისევ საავადმყოფოში დააწვინეს.

დიეგო "არგენტინოს ხუნიორსის", "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონას","ნაპოლის", "სევილიასა" და "ნიუელს ოლდ ბოისის" ღირსებას იცავდა. კლუბებში 492 მატჩში 258 გოლი გაიტანა, ხოლო ნაკრებში - 91 მატჩში 34 გოლი.

მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ეი მანდ სამოთხეში ძალიან გაგიმართლათ.
კრაზანა
25 ნოემბერი 2020 21:05
2
რამდენს დასწყვიტა გული, მეც მათ შორის.. და სიმართლეც ვთქვათ - დაისვენა მაგ კაცმა! შეიწყალოს უფალმა.
SL
25 ნოემბერი 2020 22:01
7
ფეხბურთის გენია. მარადონამ ფეხბურთი უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა თავისი ლამაზი და მიმზიდველი, განუმეორებელი თამაშით. არა მგონია, კიდევ დიდხანს გამოჩნდეს ესეთი "ზევარსკვლავი" ფეხბურთის სამყაროში. ღმერთმა აცხონოს მისი სული იმ ქვეყნად.
გიო
25 ნოემბერი 2020 22:10
0
Gmertma gaanatlos misi suli. Fexburtis istoriashi sheizleba sauketeso fexburteli, romelic janmrtelobas, samcuxarod, saertod ar ufrtxildeboda.
Goga
25 ნოემბერი 2020 21:19
0
მშვიდობით დიეგო,მარადონამ შეგვაყვარა ფეხბურთი ჩვენს თაობას და მარად დარჩება ჩვენს გულებში
გალელი
26 ნოემბერი 2020 08:59
0
მარადონა იყო ყველაზე ჟილკიანი ფეხბურთელი სანამ ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღებას დაიწყებდა, იციით რითი ჯობია მესის, ყველაფრით, ფეხბურთელს ნაკრებში მოგებული ტიტულებით აფასებენ და არა კლუბის, მესი კი მარადონასავით ლიდერი რომ იყოს გერმანიას მოუგებდა მსოფლიოს ფინალს, სასუფეველში გამყოფოს იმ ქვეყნად დიეგო, იმედია იმ ქვეყნადაც მოიგებ იქაურ მსოფლიოს ჩემპიონატს
giorgi dashniani
25 ნოემბერი 2020 21:12
6
დაჯერება მიჭირს.
სოსო
25 ნოემბერი 2020 21:05
0
არ მჯერა! შოკია! ასე უცბათ რა მოხდა?
gabo
25 ნოემბერი 2020 21:14
3
მარადონა იყო ყველაზე ჟილკიანი ფეხბურთელი სანამ ნარკოტიკების და ალკოჰოლის მიღებას დაიწყებდა, იციით რითი ჯობია მესის, ყველაფრით, ფეხბურთელს ნაკრებში მოგებული ტიტულებით აფასებენ და არა კლუბის, მესი კი მარადონასავით ლიდერი რომ იყოს გერმანიას მოუგებდა მსოფლიოს ფინალს, სასუფეველში გამყოფოს იმ ქვეყნად დიეგო, იმედია იმ ქვეყნადაც მოიგებ იქაურ მსოფლიოს ჩემპიონატს
giorgi dashniani
25 ნოემბერი 2020 21:12
5
სამწუხაროა. ფეხბურთელი მაგარი იყო, ბევრი სიხარული მოუტანა თავის ერს და საერთოდ ფეხბურთის მოუვარულებს, მაგრამ ფეხბურთის გარეთ მას არაფერი სასიკეთო არ მოქონდა, ბავშვებისთვის სათაყვსნებელი იყო ნარკომანი, რაც ამ მანკიერების გავრცელებას ბავშვებში ხელს უწყობდა :(
ლაშა19
25 ნოემბერი 2020 21:03
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული