მარადონამ პირველი ტიტული სსრკ-ის წინააღმდეგ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 წლამდე (მაშინ 20 წლამდე იყო) ფეხბურთელებს შორის მსოფლიოს მეორე ჩემპიონატი 1979 წელს იაპონიაში გაიმართა. პირველი ტურნირი კი 1977 წელს საბჭოთა კავშირის გუნდმა მოიგო და 1979 წელს იაპონიაში ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა.

საბჭოთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კორშუნოვმა გუნდში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ იახლა (ქართველებს არც 1977 წელს უთამაშიათ), ძირითადად რუსი და უკრაინელი მოთამაშეები იყვნენ, 1-იც სომეხი.

იაპონიაშია სსრკ-მა შთამბეჭდავად დაიწყო - გაანადგურა უნგრეთი და განა, ურუგვაისთან კი წააგო და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა. პლეი-ოფში საბჭოელებმა პარაგვაისა და პოლონეთს სძლიეს,
ტიტულის დასაცავად კი ფინალში არგენტინასთან მოუწიათ დაპირისპირება.

არგენტინელი ახალგაზრდები ჩემპიონატზე დაფრინავდნენ. ჯგუფი უპრობლემოდ მოიგეს, 1/4-ფინალში ალჟირი 5:0 გაანადგურეს, ურუგვაიც მიაყოლეს ზედ. ყველაზე მეტი გოლი ფორვარდ რამონ დიასს ჰქონდა გატანილი, თუმცა გუნდის ვარსკვლავი კაპიტანი დიეგო მარადონა გახლდათ. დიეგო არგენტინის თამაშს წარმართავდა და რამოსზე 2 გოლით ნაკლები გაიტანა.

ფინალის პირველ ტაიმში კი გოლების გატანა სამხრეთამერიკელებმა ვერ შეძლეს, თუმცა არც საბჭოელებს გამოუჩენიათ თავი. ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე შეკრებილი 50 000 მაყურებელი უკმაყოფილების გამო ლამის წასვლას აპირებდა, როცა მეორე ნახევრის დასაწყისში ვიქტორ პონომაროვმა ანგარიში გახსნა.

თავიდან სსრკ-ის ფეხბურთელები არგენტინელების შეტევებს უძლებდნენ, თუმცა 3 წუთში 2 გოლი გაუშვეს, საკონტროლო გასროლა კი დიეგოს ანგარიშზე იყო - ულამაზესი გოლი საჯარიმო დარტყმიდან.

აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ გახდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი? თქვენ ერთი მცდელობა გაქვთ! და მინდა გითხრათ, რომ მართალი ბრძანდებით - დიეგო მარადონა!

ეს მარადონას კარიერაში პირველი ტიტული იყო. 1990-იან წლებში დიეგომ აღიარა, რომ 1979 წლის არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები საუკეთესო გუნდი იყო, რომლის შემადგენლობაშიც კი ოდესმე უთამაშია.


altდიდებული ჟესტი - მესიმ გოლი მარადონას ხსოვნას მიუძღვნა [VIDEO]

altკუმანი: მარადონას გახურების ყურებას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე ვარჯიშს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული